6 თებერვალს, ორშაბათს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი გიწვევთ ცენტრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლების ვიდეოჩვენებაზე. ადგილმდებარეობა: ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრი, აუდიტორიები S501, S502 (გ. წერეთლის ქ. #3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
2017 წლის 7 თებერვალს. 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიბლიოთეკა, კომპანია EBSCO-სთან ერთად, გიწვევთ სემინარზე, რომლის მიზანია აღნიშნული სამეცნიერო ელექტრონული პლატფორმის საგანმანათლებლო და კვლევით პროცესებში გამოყენების კუთხით არსებული სიახლეების წარმოდგენა. შეხვედრის თემებია: EBSCO სამეცნიერო ელექტრონული ბაზები, როგორც სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება; EBSCO Discovery Service - არსი და შესაძლებლობები. პრეზენტაციას გაუძღვება კომპანია EBSCO-ს […]
2017 წლის 7 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში, ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს მორიგი საანგარიშო კონცერტს, რომელსაც ტრადიციული სახე აქვს და ყოველი სემესტრის ბოლოს რეგულარულად იმართება. ამჯერად გუნდი განახლებული პროგრამით წარდგება მსმენელის წინაშე. დრო: 7 თებერვალი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
7 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „პოეზისი და მიმეზისი“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: პოეზიის „ფიზიკა“ და „მეტაფიზიკა“; მიბაძვა-იმიტაცია-მიმსგავსება vs. ქმნა-თხზვა-გამოგონება; „პლატონი და პოეტები“; არისტოტელეს პოეტიკა ანუ ცოდნა პოეზიის შესახებ. დრო: 7 თებერვალი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის […]
2016 წლის 8 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიაუნის თეატრის ფოიეში გაიმართება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ ტრადიციად დამკვიდრებული წლის შემაჯამებელი კვლევისა და თეატრის კრიტიკოსების მიერ გამოვლენილი რეიტინგების პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე „ქართული თეატრი 2016 წელს“, რომელიც უკვე მეექვსედ ჩატარდება, გამოვლინდება წარმატებული თეატრები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. დასახელდება ყველაზე აქტიური - პრემიერების , გასტროლების , მაყურებლის, ბილეთების გაყიდვის და […]