1-ლ ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E408 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ორგანიზებით, ვახტანგ მებადური ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე:„ტურისტული ხელშეკრულებითი სამართალი, როგორც ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი“. მომხსენებლის შესახებ ვახტანგ მებადური, მის მიერ დაარსებული საკონსულტაციო სამსახურის - Mebaduri Consulting Group - ფარგლებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობს საქართველოში ტურიზმის განვითარების მხარდამჭერპროექტებზე, რაც ითვალისწინებს […]
2 ნოემბერს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, საბაკალავრო კურსის - რა არის პოეზია, პოეტები და მუზები - ფარგლებში, ილიაუნის პროფესორი, მთარგმნელი გია ჯოხაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: Femme Fatale - საბედისწერო ქალი (ბროდსკი და ბასმანოვა). მომხსენებელი დამსწრე აუდიტორიას წაუკითხავს იოსიფ ბროდსკის თარგმანებსაც. დრო: 2 ნოემბერი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის […]
2 ნოემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ასოციაციები „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე“ და „მწვანე სახლი“, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანადგომით, ჩაატარებენ საუნივერსიტეტო კონფერენციას ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის ფუნდამენტურ კონცეპტებზე. კონფერენციის თემაა: მოზარდობა და ფსიქოანალიზი -კლინიკური და ანთროპოლოგიური ასპექტები განრიგი მომხსენებელი: ოლივიე დუვილი - ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, Paris 10-Nanterre-ისა და Paris 7 […]
3 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე მთარგმნელ მაია ბადრიძესთან. სტუმარი ჰერმან ბროხის რომანზე - „მთვარეულები“ - ისაუბრებს. მაია ბადრიძეს ასევე თარგმნილი აქვს: რობერტ მუზილის „უთვისებო კაცი“ (I, II ტომი); კარლ გუსტავ იუნგის „ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს“ და ”ფსიქოლოგია და ალქიმია“; გივი მარგველაშვილის „მუცალი“ და სხვ. […]
4 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ვორკშოპი თემაზე: „ვაფასებთ დემოკრატიას: რატომ და როგორ?“ (Measuring Democracy: Why and How?), რომელსაც გაუძღვება ტარტუს უნივერსიტეტის მკვლევარი, მაილი ვილსონი. ვორკშოპი ჩატარდება ღონისძიების - „ესტონეთის დღეები საქართველოში“ - ფარგლებში. ჩვენ მოგვწონს ყველაფრის და ყველას კლასიფიკაცია თუ კლასებად დაყოფა. მაგალითად, ვამბობთ: 5 საუკუთესო ქვეყანა მსოფლიოში, 10 […]
4 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ტარტუს უნივერსიტეტის ლექტორის, მარკ კანცუკოვის საჯარო ლექცია: „Macroeconomic and Microeconomic Implications of the Distributed Proft Taxation System, the Estonian Experience“. ლექცია ჩატარდება ღონისძიების - „ესტონეთის დღეები საქართველოში“ - ფარგლებში. 2016 წლის შუა ხანებში, საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები ქვეყნის საგადასახადო კანონში, რათა შემოეღო კორპორატიული შემოსავლის […]
4 ნოემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ილიაუნის პროფესორი, გიორგი მაისურაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: სოციალური პროტესტი და მისი ენა. სოციალური პროტესტი ადამიანთა საწუხარის უძველესი გამოხატულებაა, თუმცა მისი არტიკულაციის ფორმები სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში სხვადასხვაგვარი იყო: ადრეულ ქრისტიანობაში ის შერწყმულია ქრისტიანულ ესქატოლოგიასთან, რომელსაც დაუბრუნდა რეფორმაციის რადიკალური ნაწილი (თომას მიუნცერი). […]