Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ გიორგი მაისურაძის საჯარო ლექცია: სოციალური პროტესტი და მისი ენა

ნოემბერი 4, 2016 / 19:00

4 ნოემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ილიაუნის პროფესორი, გიორგი მაისურაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: სოციალური პროტესტი და მისი ენა.
სოციალური პროტესტი ადამიანთა საწუხარის უძველესი გამოხატულებაა, თუმცა მისი არტიკულაციის ფორმები სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში სხვადასხვაგვარი იყო: ადრეულ ქრისტიანობაში ის შერწყმულია ქრისტიანულ ესქატოლოგიასთან, რომელსაც დაუბრუნდა რეფორმაციის რადიკალური ნაწილი (თომას მიუნცერი). სოციალური პროტესტის ელემენტებს შეიცავდა გვიანი შუა საუკუნეების კარნავალური კულტურა. XIX საუკუნეში, სოციალურ მოძრაობებთან ერთად, ჩნდება სოციალური პროტესტის საკუთრივი ენა მემარცხენე პოლიტიკური დისკურსის სახით. საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის პირობებში, სოციალური პროტესტის ენას არსებობა არ შეუწყვეტია, არამედ მასში კვლავ გაცოცხლდა კარნავალური და სხვა სიმბოლური პრაქტიკები. სოციალისტური სისტემის მოშლისა და ნეოლიბერალური გლობალური კაპიტალიზმის პირობებში, სოციალური პროტესტი ითარგმნა რელიგიური ფუნდამენტალიზმების ენაზე. ამის ერთ-ერთი მაგალითია თანამედროვე საქართველო, სადაც ჭარბი რელიგიურობა სოციალურ დარვინიზმზე რეაქციაცაა.

დრო: 04 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 4, 2016
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: