17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, კონკურსის - Eurasia Mobile Challenge - ფარგლებში, დოქტორი ამირ ტარიგფეიმა/ Amir Tarighpeyma (ესპანეთი) ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე: „როგორ გახადო შენი სტრატაპი წარმატებული“. ვორკშოპზე მობილური იდეები განიხილება თითოეულ გუნდთან. ვორკშოპის თემებია: ხელსაყრელი მომენტის ამოცნობა, იდეის გენერირება, გუნდის შეკრება; „ხელმომჭირნე სტარტაპის“ მეთოდოლოგია, MVP-ის განვითარება; უკუკავშირის გამოყენება, მიმართულების ცვლილება, მარკეტინგული სტრატეგია და ფინანსები; იდეის შეთავაზების პროცესი, ინვესტორისთვის იდეის მიყიდვა. Eurasia Mobile Challenge-ის შესახებ Eurasia Mobile Challenge არის მობილური აპლიკაციების კონკურსი,რომელიც ახალგაზდა თაობას აძლევს უნიკალურ შანსს, გაიუმჯობესოს ახალი ბიზნესის წამოწყების ნიჭი, გამოამჟღავნოს უნიკალური და ინოვაციური აზროვნება,მოიგოს […]
18 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება მწერალ ბორის აკუნინის (გრიგოლ ჩხარტიშვილი) შეხვედრა მკითხველთან. იხილეთ შეხვედრის პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია.
2016 წლის 18 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში კომპანია „Turnitin“-ის ევროპის რეგიონის წარმომადგენლები, კატია ლევჩენკო და გოა ბორეკი, გამართავენ პრეზენტაციას აკადემიურ სივრცეში პროგრამა Turnitin-ის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ. აღნიშნული პრეზენტაცია საინტერესოა საგანმანათლებლო დაწესებულებების როგორც ადმინისტრაციული პერსონალისთვის, ისე პროფესორ-მასწავლებლებისთვის. Turnitin-ის შესახებ მსოფლიო ლიდერი კომპანია Turnitin, ტექსტებს შორის მსგავსების გამოვლენითა და ინდივიდუალური უკუკავშირის მიწოდებით, […]
18 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ გამართავს დასაქმებასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ „ალდაგის“ სააგენტო ქსელის მუშაობის პრინციპს, გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და შესთავაზებენ სტუდენტურ ვაკანსიებს. „ალდაგი“ პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში და გამოირჩევა სტუდენტების დასაქმების მრავალწლიანი გამოცდილებით. კომპანიის წარმომადგენლები წარმოადგენენ ინოვაციურ პლატფორმას […]
18 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საქსიონის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) წარმომადგენელს, ჟაკ ბაზენს, რომელიც საქსიონის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მეწარმეობის აკადემიის ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორია და კითხულობს ლექციებს მცირე ბიზნესისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით. ჟაკ ბაზენი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ინოვაციური მეწარმეობა“. მასთან ერთად მოხსენებით გამოვლენ საუკეთესო StartUp-იდეისთვის დაჯილდოებული ჰოლანდიელი სტუდენტები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ბიზნესიდეას "Gain4You". […]
18 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება მწერალ ბორის აკუნინის (გრიგოლ ჩხარტიშვილი) შეხვედრა მკითხველთან. ბორის აკუნინის შესახებ დღეისათვის ყველაზე პოპულარული ქართული წარმოშობის რუსი მწერალი და, ამასთანავე, ლიტერატურათმცოდნე, იაპონისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ჩხარტიშვილი, რომელიც ბორის აკუნინის ფსევდონიმითაა ცნობილი, 1956 წელს საქართველოში, ზესტაფონში, დაიბადა. მისი ოჯახი […]
19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში პროფესორი ემა ლოსლი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ასურელი მამების ნამოღვაწარის კვლევა: მითებისა და მტკიცებულებების განყოფა“. მომხსენებლის შესახებ ქალბატონი ემა ლოსლი ექსეტერის (დიდი ბრიტანეთი) თეოლოგიისა და რელიგიის უნივერსიტეტის პროფესორია და უკვე 2 ათეული წელია, წარმატებით იკვლევს აღმოსავლეთის ქვეყნების ქრისტიანული კულტურის პრობლემებს. მას ამ სამყაროს ქრისტიანული ძეგლების ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი, […]
20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე მთარგმნელ თამარ ჯაფარიძესთან. შეხვედრის თემა: თანამედროვე ინდოელი მწერლის, არუნდატი როის, რომანი „წვრილმანების ღმერთი“, რომელიც ქართულად „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. რომანის შესახებ არუნდატი როის ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სადებიუტო რომანში მოთხრობილია ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომლის მაგალითზეც თვალწინ გვეშლება ჩვენთვის აქამდე უცნობი ინდური […]
21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით, საჯარო ლექციას წაიკითხავს პროფესორი ჯონ ფორტიე. ლექციის თემა: არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხსენებლის შესახებ პროფესორი ფორტიე BPC's Democracy Project-ის დირექტორი და ბოსტონის კოლეჯის მეცნიერებათა დოქტორია პოლიტიკის მეცნიერებაში. იგი სხვადასხვა დროს ასწავლიდა ბოსტონის კოლეჯში, პენსილვანიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. აშშ-ის საარჩევნო სისტემის […]
21 ოქტომბერს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ტუბერკულოზის სტიგმისა დადისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, გაიმართება სემინარი. შეხვედრას გაუძღვებიან დარგის ექსპერტები, რომლებიც სტუდენტებს გაუზიარებენ საინტერესო შემთხვევებს, მიაწვდიან სწორ და საჭირო ინფორმაციას აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით. დაინტერესებულ სტუდენტებს გადაეცემათ პროექტის საინფორმაციო მასალები და ბრენდირებული მაისურები. მათ საშუალება ექნებათ, […]
23 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნისა და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ერთობლივი კრეათონი, რომელზეც ილიაუნის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, კრეათონის ფარგლებში დასმულ ამოცანებზე წარმოადგინონ ინოვაციური და კრეატიული იდეები. კრეათონი ჰაკათონის პრინციპის კონკურსია, რომლის მთავარი მიზანი ინოვაციური, კრეატიული იდეების და პირველადი პროტოტიპების შემუშავებაა მოკლე დროში. ღონისძიების ბოლოს მოეწყობა ყველა გუნდის ნამუშევრების […]