დოქტორ ამირ ტარიგფეიმას ვორკშოპი: „როგორ გახადო შენი სტრატაპი წარმატებული“

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  E 207 აუდიტორიაში, კონკურსის - Eurasia Mobile Challenge - ფარგლებში, დოქტორი ამირ ტარიგფეიმა/ Amir Tarighpeyma (ესპანეთი) ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე: „როგორ გახადო შენი სტრატაპი წარმატებული“. ვორკშოპზე მობილური იდეები განიხილება თითოეულ გუნდთან. ვორკშოპის თემებია: ხელსაყრელი მომენტის ამოცნობა, იდეის გენერირება, გუნდის შეკრება; „ხელმომჭირნე სტარტაპის“ მეთოდოლოგია, MVP-ის განვითარება; უკუკავშირის გამოყენება, მიმართულების ცვლილება, მარკეტინგული სტრატეგია და ფინანსები; იდეის შეთავაზების პროცესი, ინვესტორისთვის იდეის მიყიდვა. Eurasia […]