8 სექტემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის ჟესტური ენის ლაბორატორიას ეწვევა ჩეხეთის ყრუთა კავშირის თავმჯდომარე, რომან ლუპომენსკი, და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში. შეხვედრის მიზანია საგანმანათლებლო და კვლევითი გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების დეპარტამენტისა და საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლები. […]
24 სექტემბერს, ვაკის პარკში, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი წარმოგიდგენთ შთამბეჭდავ შოუს - საზღვაო ისტორიას ბალანსის შესახებ. დაუვიწყარი სამეცნიერო ხრიკებისა და დაბალანსებული კონსტრუქციების წყალობით, ვიზიტორები შეძლებენ გამოიკვლიონ ბალანსის საიდუმლოება - შეამოწმონ, გრავიტაცია ერთადერთი ძალაა თუ არა ბალანსის შენარჩუნებისათვის; შეძლებენ დაადგინონ ბალტიის ზღვის გრავიტაციის ცენტრი; გაიგონ, რა იწვევს ზღვის დაავადებებს და რა შეიძლება იყოს გემების […]