Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა ვიზიტი ილიაუნის ჟესტური ენის ლაბორატორიაში

სექტემბერი 8, 2016 / 12:00

8 სექტემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის ჟესტური ენის ლაბორატორიას ეწვევა ჩეხეთის ყრუთა კავშირის თავმჯდომარე, რომან ლუპომენსკი, და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში. შეხვედრის მიზანია საგანმანათლებლო და კვლევითი გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების დეპარტამენტისა და საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლები.

დრო: 8 სექტემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
სექტემბერი 8, 2016
Time:
12:00
Event Category:
Event Tags: