26 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი და მწვრთნელი განათლების მიმართულებით, ჯორჯ ჯეფერსონი, წაიკითხავს საჯარო ლექციას განათლების თემაზე, კერძოდ, ლექცია შეეხება ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: სწავლების ფილოსოფია, ეფექტური პრეზენტაცია, სტუდენტების შეფასება და აკადემიური პერსონალის თვითშეფასება, შედეგზე ორიენტირებული სწავლება, სკოლების ეფექტიანობის შეფასება და სხვ. საჯარო ლექცია ჩატარდება მასტერკლასების სერიის […]
27 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში იხსნება ამავე უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსდამთავრებულთა სადიპლომო პროექტების გამოფენა. 2016 წლის კურსდამთავრებულებმა შეასრულეს სადიპლომო პროექტები „დრო“ და „მითოსი“. თითოეულ პროექტში სხვადასხვა მოდულის კურსდამთავრებულებია გაერთიანებული. შედეგად მივიღეთ სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით შესრულებული მრავალდარგობრივი ნამუშევრები, რომელთაც ერთიანი კონცეფცია აერთიანებს. ილიას სახელმწიფო […]
28 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა, სახელწოდებით „მომავლის სოფელი - კონკურენტუნარიანობის ამაღლება ტურიზმისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით (სოფელი საწირე, საქართველო)“ - წარმოადგენს მცდელობას, თანამედროვე თეორიული ხედვები შეჯერებული იქნეს ქართული სოფლის განვითარების სტრატეგიასთან კონკრეტული ქართული სოფლის მაგალითზე. კვლევა ფოკუსირებულია სოფლის განვითარების […]