4 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მარკეტინგისა და სერვისის დირექტორი, ნინო ჩიჩუა წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ბრენდი - დამზადებულია საქართველოში“. საჯარო ლექციის თემატიკა რა არის მნიშვნელოვანი მომსახურების ინდუსტრიაში იმისათვის, რომ წარმატებული და განსხვავებული გახდეს; რა არის იუსტიციის სახლის წარმატების ფორმულა; რა გამოწვევების წინაშე იდგა ორგანიზაცია. ლექციის […]
5 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილესთან, ნიკა ბრეგვაძესთან. მომხსენებელი ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტაინბეკის, რომანის შესახებ ისაუბრებს. რომანში - სახელწოდებით, „თაგვებსა და ადამიანებზე“ - მოთხრობილია ორი სამუშაოს მაძიებლის შესახებ, რომლებიც დიდი დეპრესიის პერიოდში კალიფორნიაში, სხვადასხვა რანჩოში, ეძებენ დროებით სამუშაოს. ნაწარმოებში ძალიან […]
6 მაისს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მალხაზ სონღულაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ძალადობა მონოთეისტურ რელიგიებში“. მალხაზ სონღულაშვილი, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი და ევანგელურ-ბაბტისტური თეოლოგიური სემინარიის რექტორია. იგი ლექციებს კითხულობს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დრო: 6 მაისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი […]
6 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება იოსებ ჭაუჭიძის საჯარო ლექცია: „რეპრესიული ჰიპოთეზის წინააღმდეგ: ფუკო და ფსიქოანალიზი“. მიშელ ფუკოს „შეშლილობის ისტორია“ ფროიდიანულ ფსიქოანალიზთან კონფრონტაციის პირველი და მეტ-ნაკლებად სისტემატური მცდელობა იყო. მოგვიანებით, „სექსუალობის ისტორია“ მეცხრამეტე საუკუნის ფსიქოლოგიის, როგორც მოდერნული დისციპლინარული ტექნიკის, გარდა ფროიდის მთლიან ფსიქოანალიტიკურ კორპუსს აკრიტიკებდა. პარალელურად, მემარცხენე ფროიდიანული სკოლისა და ჟაკ […]
7 მაისს, 11:00 საათიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, გაიმართება ერთდღიანი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „შუა საუკუნეების ქართული საისტორიო მწერლობა“. კონფერენციის მიზანია ქართულ საისტორიო მწერლობასთან დაკავშირებული მთელი რიგი „სადავო“ საკითხების ახლებურად გააზრება და ინტერპრეტაცია. მომხსენებლები (ილიაუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები) განიხილავენ „ქართლის ცხოვრების“ სხვადასხვა ტექსტთან და მათ ავტორებთან დაკავშირებულ საკითხებს; ასევე, ამ ტექსტების ასახვის მცდელობებს […]