15 მარტს 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, გაიმართება პრეაქსელერატორის - Zoomout - პრეზენტაცია. დღეისთვის მსოფლიოში ძალიან ბევრი აქსელერატორია, რომლებიც ეხმარებიან სტარტაპებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში: აძლევენ მათ საწყის კაპიტალს, წვდომას მენტორების ქსელზე და შანსს, თავიანთი პროტოტიპი გამოსცადონ დიდ ბაზარზე და იპოვონ ინვესტორი. მაგრამ აღნიშნულ აქსელერატორებში მოხვედრა და საწყისი ინვესტიციის მიღება იოლი არ არის. […]
21-ე საუკუნე ინოვაციებისა და გამოწვევების საუკუნეა. ადამიანები ვქმნით კოსმოსურ ხომალდებს, რათა დავიპყროთ მარსი, და ელექტრომანქანებს, რათა დავიცვათ პლანეტა გლობალური დათბობისგან. თუმცა, კოსმოსური მასშტაბების გარდა, შესაძლებელია ინოვაციებით გაუმჯობესება თუნდაც ისეთი ტრადიციული დარგებისა, როგორიცაა მეფუტკრეობაა. აქსელერატორი Zoomout და FabLab Iliauni გიწვევთ ყველას, ვისაც არ გაშინებთ გამოწვევები და ვინც ერკვევით მიკროელექტრონიკასა და ინჟინერიაში. “სკა-ბიტი” - ღია პროექტია (Open […]
16 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გამომცემლობა „შპრინგერის“ (Springer) გეოგრაფიისა და კლიმატის რედაქტორი, დრ. მიხაელ ლოიხნერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო წიგნები და სტატიები“. ლექციის დასრულების შემდეგ მიხაელ ლეხნერი ამ თემასთან დაკავშირებით გაუწევს ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაინტერესებულ პირებს. ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე. მომხსენებლის შესახებ მიხაელ ლოიხნერი „Springer Nature“-ის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა, გეოგრაფიისა […]
17 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, კამპანიის - „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ - ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი, დავით კლდიაშვილი, და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი, გამართავენ შეხვედრას სტუდენტებთან. შეხვედრაზე ორგანიზატორები ისაუბრებენ კამპანიის შინაარსზე და სამომავლო გეგმებზე. კამპანია - „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული […]
17 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტებისთვის გაიმართება საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე:„საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა“. საჯარო ლექცია/დისკუსია გაიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ინფორმირებას ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით. ანტიკორუფციულ საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან შეკითხვები და […]
17 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ დენიელ კიზის რომანის - „ბილი მილიგანის მრავალი გონება“ - ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე. წიგნის შესახებ ისაუბრებს მთარგმნელი თინათინ ხომერიკი. ნაწყვეტი რომანის წინასიტყვაობიდან: „ეს წიგნი დაწვრილებით მოგვითხრობს უილიამ სტენლი მილიგანის შესახებ. ის პირველი ადამიანია აშშ-ში, რომელიც ერთგვარი ფსიქიკური დარღვევის […]
18 მარტს 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, „თიბისი ბანკის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ეგაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სოციალური და კულტურული პროექტები საბანკო სფეროს მარკეტინგში“. დასწრება თავისუფალია.
2016 წლის 18 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus + მიმდინარე კონკურსების შესახებ. შეგახსენებთ, რომ პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მიმდინარე კონკურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5, ოთახი E 208 ტელ: 2 22 00 09 (367) ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
19 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის მართვის ინსტიტუტის ორგანიზებით, ლიდერთა სკოლის წევრებთან მასტერკლასს ჩაატარებს ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, მაია მელიქიძე. მასტერკლასის თემაა: „როგორ მოვხვდეთ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში - ჰარვარდის გამოცდილება“. დასწრება თავისუფალია.