ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი - აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს,მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ. 7 მარტს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. მომავალ სტუდენტებს […]
10 მარტს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ პრორექტორთან, დოქტორთან, ნენსი მარლინთან. საუბრის თემა: აშშ-ის უმაღლესი განათლების პერსპექტივები (Perspectives on U.S. Higher Education). მომხსენებელი ისაუბრებს აშშ-ის უმაღლესი განათლების სისტემაზე, კერძოდ, რით განსხვავდება ის სხვა ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემებისგან; რატომ მიიჩნევა წარმატებულად და ა.შ. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. დრო: […]