25, 26 და 27 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა დასაინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ატარებს ტრენინგების ციკლს (3 ტრენინგი) სახელწოდებით: „ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები" ტრენინგების განრიგი და თემატიკა დრო: 25 იანვარი, 17:00 საათი თემა: ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები ტრენერი: ეკა ლეფსვერიძე, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის დირექტორი დრო: 26 იანვარი, 17:00 საათი თემა: ინტელექტუალური საკუთრება და მისი დაცვის ღონისძიებები ტრენერი: თეონა ბებია, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის პატენტირებისა და ლიცენზირების სპეციალისტი დრო: 27 იანვარი, 17:00 საათი თემა: ინოვაციური მეწარმეობა ტრენერი: თათია ბრეგვაძე, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ადმინისტრაციული ასისტენტი ტრენინგზე დასასწრებად, საჭიროა მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება. სარეგისტრაციო ფორმა
26 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე. წარმოდგენილი იქნება ინსტიტუტში გაერთიანებული ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის, აუტიზმის ცენტრის, სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრისა და განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო პრაქტიკული ცენტრის 2015 წლის ანგარიში; ასევე, განხილული იქნება 2016 წლისთვის დაგეგმილი აქტივობები - ტრენინგები, სასერტიფიკატო პროგრამები, სერვისები და კვლევები. დრო: 26 იანვარი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.
28 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გიწვევთ კონცერტზე, რომელიც გუნდის რიგით მერვე სემესტრული საანგარიშო გამოსვლაა მსმენელთა წინაშე. გუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. დრო: 28 იანვარი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: B202 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.
28 იანვარს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევართან, შალვა ბარჯაძესთან. საუბრის თემაა: "საქართველოს სპელეოფაუნა". შეხვედრაზე განხილული იქნება საკითხები საქართველოს სპელეოფაუნის კვლევის ისტორიიდან და სპელეოფაუნის ფორმირების გზები; მოცემული იქნება ინფორმაცია ლოკალ-ენდემური ტროგლო და სტიგობიონტი სახეობებისდა მათი კონსერვაციული სტატუსის შესახებ. ყურადღება გამახვილდება საქართველოს მღვიმეებში […]
28 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ ნესტან-ნენე კვინიკაძის პროზაული კრებულის პრეზენტაციაზე. წიგნს - სახელწოდებით, „ისპაჰანის ბულბულები“ - წარადგენენ წიგნის ავტორი, გამომცემელი მარი კორინთელი და მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე. წიგნის შესახებ - მწერალი ლაშა ბუღაძე: „წიგნში ნესტან კვინიკაძის რომანები, მოთხრობები და პიესებია თავმოყრილი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კრებული უამრავ სხვადასხვა ამბავს, პერსონაჟს, ატმოსფეროს, ტონალობას, ბგერასა თუ ფერს აერთიანებს, მკითხველს - ყოველ შემთხვევაში, ჩემნაირ მკითხველს - რჩება განცდა, რომ ავტორი ერთ დიდ, კონტრასტულ […]
29 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორიის - Gamelab Iliauni-ის ორგანიზებით, სტარტს აიღებს კომპიუტერული თამაშების შემქმნელთა ყველაზე დიდი მარათონი - Global Game Jam (GGJ). 29 იანვარს, Gamelab Iliauni თავს მოუყრის ქვეყნის მასშტაბით კომპიუტერული თამაშების ყველა მოყვარულს და ისინი ერთად დაელოდებიან 2016 წლის Global Game Jam (GGJ)-ის თემის გამოცხადებას. Gamelab Iliauni-ში ისინი შეხვდებიან მსოფლიოში […]
30 იანვარს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში, ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის პირველი ფორუმი გაიმართება. ღონისძიება მოიცავს 2015 წლის აქტივობების შეჯამებას და კლუბების ქსელის სამომავლო გეგმების განხილვას. ფორუმის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ჩატარდება საგრანტო პროექტების წერისა და ინოვაციურობის ტრენინგი. გარდა ამისა, მეწარმეობით, მათემატიკითა და ასტრონომიით დაინტერესებული პედაგოგები გაეცნობიან ინფორმაციას, რაც მათ დაეხმარება ქსელში გაწევრიანებისთვის - […]