18 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საბანკო-საფინანსო საქმის მიმართულებით, საბანკო საქმის ლექტორი, ბიზნესტრენერი, ლიკა ოხანაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: დაკრედიტება კომერციულ ბანკებში". დასწრება თავისუფალია.
18 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში საჯარო ლექციას წაიკითხავენ მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ორგანიზაცია Freedom House-ის ყოფილი პრეზიდენტი, დევიდ კრამერი, და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) გამოჩენილი მკვლევარი, სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის სწავლების Ford Dorsey პროგრამის ხელმძღვანელი, კეტრინ სტონერი. საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, დევიდ კრამერსა და კეტრინ სტონერს მიენიჭებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება. ლექციის თემა: პუტინის რუსეთი: მიმდინარე მოვლენები და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები ლექციაზე განიხილება შემდეგი საკითხები: რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური განვითარება და ამ პროცესების კავშირი რეგიონული უსაფრთხოების ისეთ გამოწვევებთან, როგორებიცაა: ომი უკრაინასა და სირიაში; მწვავე დაპირისპირება ნატოსთან […]
18,19 და 20 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ბუდაპეშტის დემოგრაფიული ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის პროფესორი, ატილა მელეჰი, წაიკითხავს საჯარო ლექციათა ციკლს პოსტკოლონიური კვლევების შესახებ. კურსის ფარგლებში, გავაანალიზებთ პოსტკოლონიური კვლევების ცენტრალურ ფორმებსა და თეორიებს; ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ რა გავლენა აქვს კოლონიალიზმს გლობალურ საზოგადოებაზე, რა […]
18 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" ილიაუნის სამართლის სკოლა ფილმის ჩვენებას და დისკუსიას მასპინძლობს. ნაჩვენები იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დოკუმენტური ფილმი „2014“ - მოკლული ქალების ხმა, მიწვდენილი საზოგადოებისთვის მათი სიკვდილის შემდეგ", რომელიც გადაღებულია პროექტის -“საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით” - ფარგლებში. ფილმი გადაიღო "StudioMobile […]
20 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში, EMC-ის ფორუმის - „ჩაგვრის სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები: თეორია და პრაქტიკა“ - ფარგლებში, პორტუგალიელი მემარცხენე აქტივისტი, კატარინა პრინციპე, წაიკითხავს საჯარო ლექციას - ახალი მემარცხენე მოძრაობები და პარტიები ევროპაში: გადააზრება და დებატები. ლექციის შესახებ ევროპა ბოლო ათწლეულის განმავლობაში რადიკალური მემარცხენეობის რეკონსტრუქციის მოწმე გახდა. კატარინა პრინციპეს ლექცია ყურადღებას სწორედ ამ […]
21 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, ჩატარდება დასაქმების ფორუმი, რომლის ფარგლებშიც თიბისიბანკი ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: მოლარე ოპერატორი/მოლარე გაყიდვების კონსულტანტი სერვისის ადმინისტრატორი განვადების მენეჯერი
22 იანვარს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, არისკის საქართველოს ფილიალი გიწვევთ კოტე მიქაბერიძის მხატვრული ფილმის ჩვენებაზე: „ჩემი ბებია“, რომელიც 1929 წელსაა გადაღებული. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია მოწვეულ სტუმართან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის დოქტორანტთან, სალომე ცოფურაშვილთან. დისკუსიის თემაა: „სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი და საბჭოთა ბიუროკრატიის კრიტიკა“. ფილმს თან ახლავს ინგლისური სუბტიტრები. დისკუსიის ენაა ინგლისური. დამატებითი ინფორმაციისთვის […]
22 იანვარს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის თაოსნობით, ილიაუნის თეატრის ფოიეში გაიმართება საოპერო მუსიკის საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი საოპერო მომღერლები. კონცერტის მიზანია საოპერო ხელოვნების პოპულარიზაცია ახალგაზრდა მსმენელებში. დრო: 22 იანვარი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.