კომპანია „კრედო“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2015 წლის 14 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, მართავს ბავშვის განვითარებისა და აღზრდის საკითხებისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციების სერიას. კომპანიის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ტრენინგ-ცენტრის შექმნას ჩაეყარა საფუძველი. აღნიშნულ ტრენინგ-ცენტრში, ამერიკელი პროფესორების - ჯოდი პოლაჰას, სინტია ანდერსონის, მერიენ ჯეკსონისა დ აჟან-პოლ მოშელას […]
18, 19 და 20 დეკემბერს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრში მიმდინარე წელს რიგით მეხუთე პრემიერა გაიმართება. „სახურავი“ თანამედროვე ქართველი დრამატურგის, სანდრო კაკულიას, პიესაა, რომელზეც რეჟისორმა ლევან ხვიჩიამ, მხატვარმა შოთიკო ბაგალიშვილმა და კომპოზიტორმა ნიკა მაჩაიძემ ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად იმუშავეს. „სახურავი“ დღევანდელი ქართველი ახალგაზრდობის წინაშე მდგარ რამდენიმე პრობლემას ეხმიანება: ტელევიზიაში მომუშავე ახალგაზრდების წრე ხშირად იკრიბება და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების […]
15 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე, სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელიკონსტანტინე კუბლაშვილი და ამავე ცენტრის თანამშრომლები სტუდენტებს ცენტრის აქტივობებს გააცნობენ. შეხვედრაზე შედგებაცენტრის ვებ.გვერდის და იურიდიულ თემატიკაზე შექმნილი შემეცნებით ინტელექტუალური თამაშის, „ჯეპარდის“, პრეზენტაცია დასაჩვენებელი თამაში. დრო: 15 დეკემბერი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]
15 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) ილიაუნის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, თათული დუშიაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „კონკურენტიმეზობლად“. დასწრება თავისუფალია.
15 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე იდაჰოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან, სამუელ ფინჩთან. საუბრის თემა: გადაშენების პირას მყოფი სახეობების 1973 წლის დადგენილება: მეცნიერებისა და სამართლის კომბინაცია სახეობების შესანარჩუნებლად. მოხსენება შეეხება გადაშენების მყოფი სახეობების დადგენილების მოკლე მიმოხილვას - როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სამეცნიერო კვლევები კანონების შედგენისას. მომხსენებელი ისაუბრებს სახეობების […]
16 დეკემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი განაგრძობს ლექციათა ციკლს რუსთაველისა და ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ. ამჯერად, საუბრის მთავარი თემაა „ვეფხისტყაოსნის“ ექოები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. პოეტი განიხილავს შემდეგ თემებსა და ნაწარმოებებს: „ვეფხისა და მოყმის ბალადა“; გმირები და მათი დედები ქართულ ეპოსში; ქვრივი ქალის სახე ვოლფრამ ფონ ეშენბახის […]
16 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ შეხვედრების სერიაზე - „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“. სერიის ფარგლებში, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინე ჩიტაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ფსიქოანალიზის კლასიკური თეორია - რა დარჩა ფსიქოლოგიაში“. დრო: 16 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) […]
17 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის ორგანიზებით, EANET TALK სერიის ფარგლებში, ზურაბ პერტაია ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე: „წარმატებული სტარტაპების ფორმულა ისრაელის მაგალითზე“. დასწრება თავისუფალია.
17 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის „მართვის ინსტიტუტის“ ორგანიზებით, „ფორბს ჯორჯიას“ გამომცემელი, მაია მირიჯანაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის 50 საუკეთესო სტუდენტისათვის ჩაატარებს მასტერკლასს: „Elevator Pitch - როგორ მოვხიბლოთ 60 წამში“.
17 დეკემბერს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ორგანიზებით,ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქტივიზმის კამპანიის ფარგლებში, მოეწყობა ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ზურაბ ინაშვილის საავტორო ფილმი, სახელწოდებით - „Speak Out” დოკუმენტურ ფაქტებს ემყარება და გადაღებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით. დრო: 17 დეკემბერი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.
17 დეკემბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევართან, ზურაბ ჯავახიშვილთან. საუბრის თემა: "გარეული ფრინველების როლი ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელებასა და ეკოლოგიაში" მომხსენებელი მიმოიხილავს გარეული ფრინველების როლს ფრინველის გრიპის გლობალურად გავრცელებაში. მოხსენებაში ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოში გარეულ ფრინველებში გრიპის ვირუსის გავრცელებისა და ეკოლოგიის დეტალები. დრო: […]
18 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, პარი 8 ვენსენ სენ-დენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი, მათიო რენო, წაიკითხავს საჯარო ლექციას - "ჯონ ლოკის ამერიკა: ევროპული ფილოსოფიის კოლონიალური ექსპანსია". აბსოლუტიზმის თავგამოდებული მოწინააღმდეგე, რელიგიური ტოლერანტობის დამცველი და ლიბერალიზმის დამფუძნებელი მამა ჯონ ლოკი (1632-1704) ევროპული პოლიტიკური აზროვნების ისტორიის […]
18 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ბრუს ჯენტლესონის წიგნის - “ამერიკის საგარეო პოლიტიკა“ - ქართული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის მხარდაჭერით. წიგნში ყურადღება გამახვილებულია საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ძირითად საკითხებზე (რა არის აშშ-ის ეროვნული ინტერესები და რა სახის პოლიტიკა ესადაგება მას […]
18 დეკემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 აუდიტორიაში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი აწყობს შეხვედრას ცნობილ ქართველ მთარგმნელთან, ლაშა დადიანთან. ლაშა დადიანმა ქართულ ენაზე თარგმნა თანამედროვე ავსტრიელი მწერლის, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ელფრიდე იელინეკის, რომანი - „პიანისტი ქალი“, გიუნტერ გრასის „ჩემი საუკუნე“, გიორგი გურჯიევის ლექციები და მრავალი სხვა. დრო: 18 დეკემბერი, 17:00 […]
18 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში (ილიაუნის C კორპუსი), კომპანია „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, გაიხსნება ტრენინგ-ცენტრი. 2015 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში საინტერესო აქტივობები განხორციელდა პროფესიული განვითარების კუთხით. „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ტრენინგ-ცენტრის შექმნას. ერთი წლის განმავლობაში უცხოელი პროფესორების მონაწილეობით ტრენერების გადასამზადებელი ტრენინგების რამდენიმე ციკლი ჩატარდა. ტრენინგ-მოდულების თემატიკა მოიცავდა […]
18 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, საბჭოთა კავშირის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ისტორიკოსი, სტალინის განთქმული ბიოგრაფიის ავტორი, სტივენ კოტკინი,წაიკითხავს საჯარო ლექციას: უნდა მომკვდარიყო თუ არა საბჭოთა კავშირი? (Did the Soviet Union have to die?). ლექცია ტარდება ლექციათა ციკლის ფარგლებში "კრიზისი და კრიტიკა", რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“. მომხსენებლის […]
18 დეკემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ილიას დარბაზში („პროკრედიტ ბანკის“ მულტიმედია კუთხე), „პროკრედიტ ბანკის“ ორგანიზებით, გაიმართება ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: მორალის კლასიკური და მოდერნული თეორიები და ცხოვრებისეული დილემები. დრო: 18 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი, ბიბლიოთეკა, ილიას დარბაზი, „პროკრედიტ ბანკის“ მულტიმედია კუთხე (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) დასწრება თავისუფალია.
19 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის მოწვეული პროფესორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, გიორგი გახელაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მედიაწიგნიერება და დემოკრატია“. ლექცია ჩატარდება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით. დრო: 19 დეკემბერი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.
19 დეკემბერს, შაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ესპანისტიკის მიმართულების სტუდენტთა ორგანიზებითა და მონაწილეობით, გაიმართება ესპანური ენისა და კულტურისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიება მოიცავს შემდეგ აქტივობებს: · პრეზენტაცია - "Carmen De La Literatura a la Imagen" (კარმენი ლიტერატურული გმირი - სასცენო პერსონაჟი); · სტუდენტების მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია; […]
20 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (S 501 ოთახი) მოეწყობა პედაგოგებისა და სტუდენტების ხელნაკეთი საშობაო საჩუქრების გამოფენა. დასწრება თავისუფალია.
20 დეკემბერს, კვირას, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზოში ილიაუნის განახლებული სპორტული მოედანი გაიხსნება. ჩატარდება სიმბოლური მატჩი - ილიაუნის ფუტსალის ნაკრების სათადარიგო ფეხბურთელები ითამაშებენ ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.