
19 დეკემბერს, შაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ესპანისტიკის მიმართულების სტუდენტთა ორგანიზებითა და მონაწილეობით, გაიმართება ესპანური ენისა და კულტურისადმი მიძღვნილი საღამო.
ღონისძიება მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
· პრეზენტაცია – “Carmen De La Literatura a la Imagen” (კარმენი ლიტერატურული გმირი – სასცენო პერსონაჟი);
· სტუდენტების მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია;
· იბერ-ამერიკული კლუბის პრეზენტაცია;
· ინტელექტუალური ვიქტორინა;
· მუსიკა, ცეკვა;
·ესპანური ნაციონალური სამზარეულოს დეგუსტაცია.
დრო: 19 დეკემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)
[wpai_display_imported_files_here]