5-9 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება სემინარი და სტუდენტური ვორკშოპი თემაზე: “დროებითი პავილიონი ან Pop-up Space ურბანულ გარემოში”. ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდა თაობამ გააცნობიეროს “მწვანე” არქიტექტურის ფილოსოფია, გაითვალისწინოს ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრინციპები, გაუფრთხილდეს და დაიცვას არსებული რესურსები. ვორკშოპს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო […]
5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საინფორმაციო შეხვედრა. ღონისძიებას გაუძღვებიან გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან გერმანიაში სწავლის დაფინანსებისა და სასწავლო/კვლევითი სტიპენდიების მოპოვების შესახებ. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ყველა ფაკულტეტის სტუდენტებს, მკვლევრებსა და პროფესორებს. დრო: 5 ოქტომბერი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია
5 ოქტომბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG), ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტთან ერთად, გამართავს მორიგ სემინარს თემაზე - სუბსიდიები ენერგეტიკის სექტორში. განვითარებული და, მით უმეტეს, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისათვის სუბსიდიები დიდ პრობლემას წარმოადგენს. არაეფექტურმა სახელმწიფო სუბსიდირებამ შეიძლება გამოიწვიოს ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების დაბალი […]
5 ოქტომბერს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 501-502 აუდიტორიებში ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრი გიწვევთ კლასიკური მუსიკის საღამოზე. წარმოგიდგენთ ”Due Blanco Sinacori”-ს კონცერტს. გიტარისტები Alessandro Blanco და Giuseppe Sinacori შეასრულებენ შემდეგ საკონცერტო პროგრამას: ASTOR PIAZZOLLA (1921-1992) Lo Que Vendrà 4.20 GIOACCHINO ROSSINI (1792-1868) – Opera Symphony Il Barbiere di Siviglia 7.00 VINCENZO BELLINI (1801-1835) – Opera Symphony Norma 6.24 ASTOR PIAZZOLLA (1921-1992) – Oblivion, Libertango 5.00 GIOACCHINO ROSSINI (1792-1868) – Opera Symphony La Gazza Ladra 9.00 PAULO BELLINATI (1950) – Jongo 6.20 დრო: 5 ოქტომბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501-502 აუდიტორიები დასწრება თავისუფალია.
5 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ფილიპ ეგერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ფილანტროპია-ლიბერალური საზოგადოების საფუძველი“. ფილიპ ეგერს არამომგებიანი სექტორის მართვისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება გააჩნია. ის შვეიცარიული ფონდ GEBERT RÜF STIFTUNG-ის დამფუძნებელი დირექტორი და აღმასრულებელი ხელმძღვანელია. აღნიშნული ფონდი 1998 წლიდან გასცემს გრანტებს განათლების, კვლევისა და […]
5 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ფილიპ ეგერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ფილანტროპია-ლიბერალური საზოგადოების საფუძველი“. ფილიპ ეგერს არამომგებიანი სექტორის მართვისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება გააჩნია. ის შვეიცარიული ფონდ GEBERT RÜF STIFTUNG-ის დამფუძნებელი დირექტორი და აღმასრულებელი ხელმძღვანელია. აღნიშნული ფონდი 1998 წლიდან გასცემს გრანტებს განათლების, კვლევისა და […]
10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მშობელთა ორგანიზაციების გაერთიანება „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ორგანიზებას უწევს ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულს. კვირეული გაიხსნება საჯარო ლექციით 6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”. საქართველოში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემაზე ისაუბრებს 5 მომხსენებელი: ლელა გვიშიანი, იურისტი (EMC) - გაეროს შშმ პირთა […]
7 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი დონა ფარინა წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: " მეორე ენის ათვისება და ორენოვნება". პროფესორი დონა ფარინა მუშაობს ინგლისურის, როგორც მეორე ენის, სწავლების და ბილინგვური განათლების საკითხებზე. თავის მოხსენებაში ის შეეხება შემდეგ საკითხებს: როგორ ხდება ენის ათვისება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რა ხელისშემშლელი დახელისშემწყობი ასპექტები […]
7 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი დონა ფარინა წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: " მეორე ენის ათვისება და ორენოვნება". პროფესორი დონა ფარინა მუშაობს ინგლისურის, როგორც მეორე ენის, სწავლების და ბილინგვური განათლების საკითხებზე. თავის მოხსენებაში ის შეეხება შემდეგ საკითხებს: როგორ ხდება ენის ათვისება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რა ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი […]
8 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, ჩატარდება დასაქმების ფორუმი. კომპანია „ელეფანტის“ წარმომადგენელი სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიებს გაყიდვების მიმართულებით. დრო: 8 ოქტომბერი, 12:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F415 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ცხადაია, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კოლოქვიუმის ფარგლებში,წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ჰუსერლის დერიდასეული კრიტიკა”. ჟაკ დერიდამ 1967 წელს გამოაქვეყნა სამი ფუნდამენტური ნაშრომი: „გრამატოლოგიის შესახებ“ (De la grammatologie), „წერა და განსხვავება“ (L'Écriture et la difference) და „ხმა და ფენომენი“ (La Voix […]
8 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“, ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ”ვეფხისტყაოსანის“ ახალი ინგლისური თარგმანის პრეზენტაციაზე. ”ვეფხისტყაოსანის“ ახალი ინგლისური თარგმანი პირველად გამოვიდა ბოლო 40 წლის განმავლობაში; ეს პირველი პოეტური თარგმანია, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით. შეხვედრის მთავარი სტუმარია პოემის მთარგმნელი ლინ კოფინი. შეხვედრის სტუმრები ასევე იქნებიან ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, პოეტი და მთარგმნელი […]
8 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, გიორგი ცხადაიამ, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კოლოქვიუმის ფარგლებში, წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ჰუსერლის დერიდასეული კრიტიკა”. მომხსენებელმა განიხილა შემდეგი საკითხი: ჟაკ დერიდამ 1967 წელს გამოაქვეყნა სამი ფუნდამენტური ნაშრომი: „გრამატოლოგიის შესახებ“ (De la grammatologie), „წერა და განსხვავება“ (L'Écriture et la difference) და „ხმა და ფენომენი“ (La Voix et le […]