
10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მშობელთა ორგანიზაციების გაერთიანება „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ორგანიზებას უწევს ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულს.
კვირეული გაიხსნება საჯარო ლექციით 6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”.
საქართველოში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემაზე ისაუბრებს 5 მომხსენებელი:
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, სხვა საჯარო და სამოქალაქო პირები, სფეროს ექსპერტები და სტუდენტები.
საჯარო ლექციაზე ნაჩვენები იქნება ორგანიზაციის მიერ მომზადებული მოკლე სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც სლოგანით – „დაინახე, დამინახე, მაღიარე“ – მაყურებელს მოუწოდებს გაიაზრონ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების წინაშე არსებული სირთულეები, აღიქვან ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად და თანასწორუფლებიანებად.
დრო: 6 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]