25 მაისს, 11:00-დან 19:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდება ჰანა არენდტისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით – „ტოტალიტარიზმი საქართველოში ჰანა არენდტის ტოტალიტარიზმის თეორიის მიხედვით“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები. სამუშაო ენები: ინგლისური და გერმანული. დრო: 25 მაისი, 11:00-დან 19:30 საათამდე ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
25 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლა გიწვევთ შეხვედრაზე ზურაბ ჯაფარიძესთან. ზურაბ ჯაფარიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - "გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისები". დრო: 25 მაისი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) დასწრება თავისუფალია.
25 მაისს,19:00 საათზე,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში„ლიგამუსი”,პროექტის-"ილიაუნის მწერალი"საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით"-ფარგლებში,ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემაა:„ნიზამი განჯევი: ლეილი და მეჯნუნი“ ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: კიდევ უფრო სევდიანი ამბავი (შექსპირი); ყველაზე დიდი რომანტიკოსი სპარსულ ეპიკურ პოეზიაში; არაბი კაისი - სპარსული სახე - აზერბაიჯანული ტრადიცია; […]
26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არაერთ საინტერესო აქტივობას გთავაზობთ: ილიაუნის სტენდთან თქვენ: მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას ილიაუნის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებით; ნახავთ საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტებს ენტომოლოგიის, გეოლოგიის, ეკოლოგიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით; ილიაუნის GameLab-ის ოკულუსების საშუალებით, ვირტუალურად ”იმოგზაურებთ” ილიაუნის ლაბორატორიებში; ასევე - გაეცნობით 3D ეფექტის […]
28 მაისს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, მოეწყობა სემესტრის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმი ილიაუნის სტუდენტებისთვის. დრო: 28 მაისი, 12:00-16:00 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
27, 28 და 29 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსში, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, პროფესორი ლუკას სოსოე ჩაატარებს 3 ლექცია-სემინარს. ლექცია-სემინარები ჩატარდება 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის – „თემი, ძალადობა, სხეული – XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსები“ – ფარგლებში. თემატიკა: 27 მაისი: „ზოგადი შესავალი ნიკლას ლუმანის სისტემების თეორიაში“ 28 მაისი: „დემოკრატიის ლუმანისეული კრიტიკა“ 29 მაისი: „სამართლებრივი […]
27 მაისს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, მოეწყობა სემესტრის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმი. ფორუმის ფრგლებში, “ვისოლ ჯგუფი” ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს 120 ანაზღაურებად ვაკანსიას შესთავაზებს სწრაფი კვების რესტორნების ქსელში “ვენდისი”, სუპერმარკეტების ქსელში “სმარტი” და ამერიკული რესტორნების ქსელში ”დანქინ დონატსი”, შემდგომი მიმართულებებით: სერვისის კონსულტანტი (ბარისტა) - „დანქინ დონატსი“; სერვისის […]
27 მაისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, რატი ამაღლობელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ხალხური პოეზია - ენის არაცნობიერი; ლოცვა და შელოცვა; პოეზია, როგორც მაგიური ზემოქმედების ხელოვნება; მთისა და ბარის პოეზია; აკაკი წერეთელი და ვაჟა-ფშაველა. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს ხალხური პოეზიის ნიმუშები. შეხვედრაზე, სპეციალური სტუმრების რანგში, მოწვეულნი არიან […]
27 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ლექციების ციკლის - „საბჭოთა პარადიგმები“ - ფარგლებში, გაიმართება თორნიკე ჩივაძის საჯარო ლექცია - „დეინდუსტრიალიზაცია და თანამედროვე პროლეტარიატი“. დიდი დეპრესიის დროს კეინზი არწმუნებდა სტუდენტებს და მოუწოდებდა აუდიტორიას ოპტიმიზმისკენ. მისი აზრით, 2030 წლისთვის კაპიტალისტური სამყარო მიაღწევდა რეალური GDP-ის უდიდეს ზრდას ერთ […]
28 მაისს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" შედგება შეხვედრა პოეტ პაატა შამუგიასთან. სემიოტიკის კვლევითი ცენტრის პროექტის - "მწერლის ერთი მეტაფორა" - ფარგლებში, პაატა შამუგია ისაუბრებს მეტაფორაზე: "მე - ყველაფერი" და წაიკითხავს ახალ ლექსებს. დრო: 28 მაისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი "ლიგამუსი" (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
28 მაისს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 101 აუდიტორიაში, ილიაუნის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მართავს საჯარო ლექციას თემაზე: „გზა ქუჩიდან საკონსტიტუციო სასამართლომდე: მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კამპანია“. მომხსენებლები: ლექსო მაჭავარიანი - მოძრაობა ”2 ივნისი” ირაკლი საღინაძე - სცენარისტი დავით სუბელიანი - მოძრაობა ”2 ივნისი” ტორესა მოსი - მწერალი გიორგი მელაძე - იურისტი დრო: 28 მაისი, 16:00 […]
28 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროექტის - "ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი" - პრეზენტაცია. პროექტის ავტორია პროფესორი თამარ მახარობლიძე. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. დრო: 28 მაისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)
28 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის ასოცირებულ პროფესორთან, ბატონ გრიგოლ ღოღობერიძესთან. ლექციის თემაა: „ტურბულენტობა - კლასიკური ფიზიკის გადაუჭრელი პრობლემა“ ხშირად ამბობენ, რომ ტურბულენტობა კლასიკური ფიზიკის მთავარ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. მოხსენებაში განხილული იქნება ტურბულენტური მოძრაობის ძირითადი თვისებები და ის მიზეზები, რომლებიც პრობლემის სირთულეს განაპირობებს; ასევე განხილული […]
28 მაისს, ხუთშაბათს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გამომცემლობის - "წიგნები ბათუმში" - ახალი წიგნის პრეზენტაციაზე გიწვევთ. კანადელი მწერლის, თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორის, ბუკერისა და ართურ კლარკის პრემიების მფლობელის, მარგარეტ ეტვუდის რომანის - "მხევლის წიგნი" - ქართულ თარგმანს გამომცემელი მარი კორინთელი, წიგნის მთარგმნელი ანი კოპალიანი და […]
29 მაისს, პარასკევს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მართავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა -დაკარგული დამოუკიდებლობა“. პირველი პანელი დაეთმობა ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებს, რომლებიც ისაუბრებენ პირველი რესპუბლიკის მთავრობის ფორმირებაზე, სასამართლო რეფორმაზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, რუსეთ-საქართველოს შორის 1920 წლისხელშეკრულებაზე. მომხსენებლები: მარიამ გაბუნია, თორნიკე გვარამია, მარი მკერვალიშვილი, […]
29 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლა გიწვევთ ბიზნესინკუბატორის სტუდენტური პროექტის პრეზენტაციაზე. პროექტს, სახელწოდებით - მობილური აპლიკაციები - წარადგენს ზურაბ პერტაია. დრო: 29 მაისი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) დასწრება თავისუფალია.
29 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტებთან. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, საქართველოში ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, ატარებს ეროვნულ კონკურსს საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისება […]
29 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, საქართველოში გერმანიის საელჩოს ორგანიზებით, შედგება საინფორმაციო შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო სტიპენდიასთან (IPS) დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში გაეცნობით სტიპენდიის მიზნებსა და წინაპირობებს; ასევე, შესაძლებლობა გექნებათ, გაესაუბროთ ყოფილ სტიპენდიანტს, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ. IPS გათვლილია პოლიტიკით დაინტერესებულ 29 წლის პირებზე, რომლებიც კარგად საუბრობენ გერმანულად და სურთ, მომავალში […]
29 მაისს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ოთარ აბდალაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”კლიმატის ანთროპოგენური დათბობა – მითი თუ რეალობა?”. დრო: 29 მაისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
29 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ ფრანგი ასოცირებული დოქტორის, მიშელ ლარუ-შარლუს საჯარო ლექციაზე. ლექციის თემაა: არსებული ურბანული პრობლემები მიშელ ლარუ-შარლუმ პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი დაამთავრა. იგი არის ფილოსოფიის დოქტორი. 2007 წლიდან კი ქალაქ ბორდოს კეთილმოწყობის სამსახურის გენერალური დირექტორი და ბორდოს დიზაინის, არქიტექტურისა და ურბანიზმის ბიენალე აგორას ხელმძღვანელია. […]