
26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არაერთ საინტერესო აქტივობას გთავაზობთ:
ილიაუნის სტენდთან თქვენ:
- მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას ილიაუნის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებით;
- ნახავთ საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტებს ენტომოლოგიის, გეოლოგიის, ეკოლოგიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით;
- ილიაუნის GameLab-ის ოკულუსების საშუალებით, ვირტუალურად ”იმოგზაურებთ” ილიაუნის ლაბორატორიებში; ასევე – გაეცნობით 3D ეფექტის ვიზუალებს (მაგ: საშიშ ატრაქციონს და სხვ.);
- ილიაუნის FABLAB–ის კუთხეში გაეცნობით 3D პრინტერის – ადამიანის სკანირების სისტემის – მუშაობის პრინციპს; აქვე მოეწყობა ილიაუნის სტუდენტების მიერ FabLab Iliauni-ში შექმნილი ნაკეთობების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც;
- შეძლებთ გაეცნოთ ილიაუნიში შექმნილ სეისმურობის საზომს და სხვა დანადგარებს;
- ილიაუნის ბიბლიოთეკის და წიგნის სახლ ”ლიგამუსის” კარავში ილიაუნის მიერ გამოცემულ წიგნებს შეიძენთ საგამომცემლო ფასად; აქვე, შესაძლებლობა გექნებათ, მოუსმინოთ ელექტროაკუსტიკურ მუსიკას ვიდეოინსტალაციების თანხლებით. მუსიკის ავტორები არიან ილიაუნის ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის მიმართულების სტუდენტები.
- ილიაუნის სტენდის წინ მოწყობილ სმარტ-ფოტოკაბინაში უფასოდ გადაიღებთ სამახსოვრო ფოტოებს.
სასცენო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის მუსიკის მიმართულების სტუდენტები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი (ხელმძღვანელი პროფ. თამაზ გაბისონია)
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზის მიმართულების სტუდენტები (ხელმძღვანელი ირინე ებრალიძე)
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი სტუდენტური ანსამბლი „კონსილია“ (ხელმძღვანელი რეზო კიკნაძე)
დრო: 10:00-19:00 საათი
ადგილმდებარეობა: რუსთაველის გამზირი (ოპერის მიმდებარე ტერიტორია)
[wpai_display_imported_files_here]