პროფესორ გარი ჰემერის საჯარო ლექცია „ლიდერობა მედიცინასა და მეცნიერებაში“

2 თებერვალს, 17:00 საათზე, G 106 აუდიტორიაში მიჩიგანის უნივერსიტეტის ენდოკრინული ონკოლოგიის პროგრამის დირექტორი, ამერიკის ენდოკრინული საზოგადოების (Endocrine Society) ყოფილი პრეზიდენტი (დეტროიტი, აშშ), პროფესორი გარი ჰემერი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე „ლიდერობა მედიცინასა და მეცნიერებაში“. ლექციის შესახებ მოტივაციური და ინსპირაციული ლექცია დაფუძნებულია თავად პროფესორ გარი ჰემერის გამოცდილებასა და მეცნიერებასა და მედიცინაში მის მიერ განვლილ კარიერულ გზაზე. მომხსენებელი […]

სპექტაკლი „უხერხემლო“

დრამა 1 მოქმედებად როგორია საქართველოში ცხოვრება, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე, ან ღირს კი გადარჩენა, როდესქაც არავის სჭირდები, არავის ესმის შენი? ამ ერთ ტრაგიკულ ამბავში, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებგული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა, სადაც […]

ALUMNI TALKS: შეხვედრა ნინო მახაშვილთან

საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით გრძელდება შეხვედრათა სერია „Alumni Talks” 6 თებერვალს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“  ალუმნი საუბრების ფარგლებში სტუმარი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მახაშვილი. მომხსენებელი გაგვიზიარებს დოქტორანტურაში სწავლის გამოცდილებას, ისაუბრებს   კვლევაზე მრავალწლიანი მუშაობისას დოქტორანტთა წარმატების გზებისა თუ გამოწვევების შესახებ. შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება და მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, პასუხები მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე. […]

დოქტორანტ სვეტლანა ბერიკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

7 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სვეტლანა ბერიკაშვილის სადოქტორო ნაშრომის „სუბიექტის დიფერენცირებული მარკირება ქართულში (Differential Subject Marking in Georgian)“ დაცვა. პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და […]

STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონფერენცია

18 თებერვალს, 18:00 საათზე გიწვევთ STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსის დასკვნით ღონისძიებაზე. ფინალისტები თავიანთ მატერიალურ პროდუქტს საგამოფენო სივრცეში წარმოადგენენ და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრებენ. კონკურსის  დასასრულს გამოვლინდება 3 გამარჯვებული. ღონისძიებაზე, რომელიც 18:00 საათზე გაიხსნება, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ წარმოდგენილ პროექტებს და დაესწრონ დაჯილდოების ცერემონიას. დრო: 18 თებერვალი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N⅗, ილიაუნის T102 […]

სპექტაკლი „ძალად ექიმი“

კომედია 1 მოქმედებად კომედია მოგვითხრობს თუ როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ, რომ მთავარი გმირი, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება ძალუძს. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზრმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში, რომელიც სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება, თუმცა არც კეთილი საქმის გაკეთება ავიწყდება და ყველაზე სერიოზული „ავადმყოფების“, შეყვარებული წყვილის, […]

„ყველაფერი შაქრის შესახებ“ – სამეცნიერო-პოპულარული ლექცია ექსპერიმენტებით მოსწავლეებისთვის

24 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე მოსწავლეებისთვის გამართავს სამეცნიერო-პოპულარულ ლექციას „ყველაფერი შაქრის შესახებ“ ექსპერიმენტებით. ლექციაზე მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ შაქარს, მის თვისებებს, ასევე ჩაერთონ საინტერესო ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში შაქრის გამოყენებით. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: რას ფიქრობდა შაქარზე ავიცენა? როდის მიირთმევდნენ ევროპის მეფენი შაქარს? როგორ გავრცელდა შაქარი? ვინ […]

პროფესორ კურტ შარის საჯარო მოხსენება ავსტრიული კულტურის ცენტრში

24 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 სასემინარო დარბაზში საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და ავსტრიული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი კურტ შარი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას “Schaufeln-Schubkarren-Stacheldraht. Peter Demant – Erinnerungen eines Österreichers an Zwangsarbeitslager und Verbannung in der Sowjetunion” . ღონისძიებას დაესწრება ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი. პროფესორი კურტ შარი ასევე გამართავს მოკლე პრეზენტაციას სასკოლო […]

„ქართული ლექსი. სტრუქტურა და სემანტიკა“ – თამარ ლომიძის მონოგრაფიის პრეზენტაცია

10 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის, თამარ ლომიძის მონოგრაფიის „ქართული ლექსი. სტრუქტურა და სემანტიკა“ (თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2021) პრეზენტაცია. მონოგრაფიის შესახებ მონოგრაფია სამი თავისგან შედგება: პირველადაა შესწავლილი ნეოპლატონური ფილოსოფიის ზეგავლენა XII საუკუნის ქართული ლიტერატურის ძეგლზე, ჩახრუხაძის სახოტბო პოემაზე „თამარიანი“; განხილულია მეტრული და ბუნებრივი აქცენტუაციის ურთიერთმიმართება შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“. […]

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე ილიაუნიში

16-31 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობამ ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმა ფრანკოფონიის დღეები. ფრანკოფონია, მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია, აერთიანებს 57 წევრ და 20 დამკვირვებელ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. ფრანკოფონია თანამედროვე სახით არსებობს 1970 წლიდან. ორგანიზაციის დევიზია „თანასწორობა, ურთიერთშევსება, სოლიდარობა“ („égalité, complémentarité, solidarité“). განრიგი ბაშირ ტამსირ […]