Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„ქართული ლექსი. სტრუქტურა და სემანტიკა“ – თამარ ლომიძის მონოგრაფიის პრეზენტაცია

მარტი 10, 2023 / 18:00

10 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის, თამარ ლომიძის მონოგრაფიის „ქართული ლექსი. სტრუქტურა და სემანტიკა“ (თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2021) პრეზენტაცია.

მონოგრაფიის შესახებ

მონოგრაფია სამი თავისგან შედგება:

  • პირველადაა შესწავლილი ნეოპლატონური ფილოსოფიის ზეგავლენა XII საუკუნის ქართული ლიტერატურის ძეგლზე, ჩახრუხაძის სახოტბო პოემაზე „თამარიანი“;
  • განხილულია მეტრული და ბუნებრივი აქცენტუაციის ურთიერთმიმართება შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“. გამოტანილია დასკვნა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მეტრული აქცენტუაცია ჩამოყალიბდა არქაული ენობრივი აქცენტუაციის საფუძველზე, რომელმაც განსაზღვრა მისი ფუნქციონირება სილაბურ-ტონური ლექსთწყობის ფარგლებში;
  • გამოკვლეულია XVII-XVIII საუკუნეების ქართულ ანბანთქებათა ჟანრის ფორმალურ-სემანტიკური ნიშან-თვისებები და დასაბუთებულია, რომ ისინი შეესაბამება ე.წ. „კლასიკური ეპისტემეს“ (მ. ფუკო) ძირითად მახასიათებლებს.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 10 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მარტი 10, 2023
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: