სამუშაო შეხვედრა „დოქტორანტთა კარგი ხელმძღვანელობა“
21-22 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა ხელმძღვანელებისთვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე: „დოქტორანტთა კარგი ხელმძღვანელობა“. სამუშაო შეხვედრის მიზანია სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა ხელმძღვანელების ხელშეწყობა დოქტორანტების მიერ სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ეფექტურად მიღწევის უზრუნველსაყოფად. შეხვედრაზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მსჯელობის, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინსტრუმენტების დახმარებით გააანალიზონ ხელმძღვანელობის პროცესი და ხელმძღვანელის როლი […]