კომპანია DataArt ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს კარიერული განვითარების უფასო კურსს. კურსი მოიცავს 4 სალექციო სესიას. პირველი სესია გაიმართება 3 მაისს, 18:00 საათზე, ილიაუნის T102 აუდიტორიაში. სპიკერი – ანა ანდღულაძე, ტექ. ტალანტების შერჩევის მენეჯერი/კარიერული კონსულტანტი. ლექცია მოიცავს შემდეგ საკითხებს: პროფესიის მნიშვნელობა კარიერული განვითარების პროცესში; როგორია კარიერული განვითარების სრულყოფილი გზა; ემოციური ინტელექტისა და ინტელექტის კოეფიციენტის როლის განხილვა; როგორ უნდა […]
4 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში კომპანია Devexperts-ის ინიციატივით ტრენერი ალექსეი ბაბუხი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „პროექტის მენეჯმენტის პროფესიის მიმოხილვა“. მომხსენებელი ისაუბრებს აქტუალურ და საინტერესო თემებზე და უპასუხებს სტუდენტების შეკითხვებს. მომხსენებლის შესახებ ალექსეი ბაბუხი პროფესიული სერტიფიცირებისა (PMP) და შვიდწლიანი გამოცდილების მქონე პროექტის მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელია. მან წარმატებით იმუშავა 15-ზე მეტ პროექტზე, მეთვალყურეობდა მიწოდების […]
6 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაცია EVA-სა და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის მხარდაჭერით HCM metrics-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დევიდ სიმონდსი სტუდენტებისთვის წაიკითხავს ლექციას თემაზე – „ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, სტრატეგიული HR მართვა და HR მეტრიკები“. მომხსენებლის შესახებ დევიდ სიმონდსი, HCM Metrics-ის და HR Analytics ჯგუფის თავმჯდომარე, პირველი HR პროფესიონალია, რომელმაც პროფესიული სერტიფიცირება მიიღო ISO 30414 ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტის […]
8 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი წაიკითხავს საჯარო ლექციას. ლექციის თემა: ნატო-საქართველოს ურთიერთობები მომხსენებლის შესახებ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს, რომლის საქმიანობაც მოიცავს აზერბაიჯანსა და სომხეთს, ჰოლანდიელი დიპლომატი ალექსანდრე ვინიკოვი 1-ელი თებერვლიდან შეუერთდა ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2015-დან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, 6 წლის განმავლობაში, ალექსანდრე მსახურობდა უკრაინაში ნატოს […]
8 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსის, სებასტიან კონრადის, წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი 2016 წელს გამოსცა პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობამ, მისი ქართული თარგმანი კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. ავტორის შესახებ დოქტორი სებასტიან კონრადი, მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორია. ვრცელი ბიოგრაფიისთვის: https://bit.ly/3Lwr4DO […]
8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე „ქვიარ ტრავმა და ურბანული სივრცე: სხეული, ინტერაქცია და ყოველდღიური ცხოვრება“. კვლევის ავტორები და მომხსენებლები სალომე შიუკაშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობს ზრდასრულთა შეფასებისა და კონსულტირების მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესებია: სექსუალური და გენდერული უმცირესობის […]
8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციების მიმართულების პროფესორი ალექსანდრ ბურკა წაიკითხავს საჯარო ლექციას. ლექციის თემა: საერთაშორისო კომპეტენცია ბიზნესში: გამოწვევები და შესაძლებლობები ლექციის შესახებ კულტურულ განსხვავებათა ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენება საერთაშორისო პროფესიული წარმატების საწინდარია. დღევანდელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელია […]
11 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კულტურული ფესტივალი Culture Fest 2023. ფესტივალზე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტები წარადგენენ ეგვიპტის, იაპონიის, იემენის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სუდანის, საქართველოს, პაკისტანისა და პალესტინის ტრადიციულ ტანისამოსს, ცეკვას, სიმღერასა და კერძებს. სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება სხვადასხვა სახის აქტივობა: შეჯიბრება სამაგიდო თამაშებში, ხნით მოხატვა და ა.შ. დრო: 11 მაისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: […]
11 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ურთიერთობების სასწავლო პროგრამის დირექტორი კლაუდია მეიერი წაიკითხავს საჯარო ლექციას. ლექციის თემა: მწვანე მარკეტინგი ლექციის შესახებ ლექციის თემაა მარკეტინგის მდგრადი და სოციალური ასპექტები, საკითხი, რომელმაც ბოლო დროს განსაკუთრებული აქტუალობა მოიპოვა. ერთი მხრივ, კომპანიებმა რომლებსაც […]