სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“

კომედია 1 მოქმედებად რა ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… არსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. მთარგმნელი: მაია ნაჭყებია რეჟისორი: დავით ჭახრაკია […]

სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“

ერთ მოქმედებად თქვენ წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს როგორ დაატარებს წინ და უკან მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, რათა როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი. ეს ამბავი, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილის მომგვრელი, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი […]

ქართული ენის კვირეული – შემაჯამებელი ღონისძიება

19 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ქართული ენის კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება. განრიგი 15:00-15:10 – გახსნა პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, რექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 15:10-15:30 – კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ კონცეფციის წარდგენა  პროფესორი თინათინ მარგალიტაძე, ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი 15:30-15:40 – კონკურსის „შექმენი ქართული […]

სპექტაკლი „საწვავი“

დრამა 2 მოქმედებად როდესაც ზამთარია და ომი მძვინვარებს, ადამიანები საკვებს და სითბოს ეძებენ გადასარჩენად, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უკვე დაიწვა და მხოლოდ წიგნები-ღა დარჩა? გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, თუ წიგნები?! მთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი რეჟისორი: ლუკა ინწკირველი მხატვარი: თეო კუხიანიძე კომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე ტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: პროფესორი – გიორგი ჯიქია მარინა – ანიკო შურღაია დანიელი – გიორგი ტაბიძე სპექტაკლის ხანგრძლივობა […]

სპექტაკლი „უხერხემლო“

დრამა 1 მოქმედებად როგორია საქართველოში ცხოვრება, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე, ან ღირს კი გადარჩენა, როდესქაც არავის სჭირდები, არავის ესმის შენი? ამ ერთ ტრაგიკულ ამბავში, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებგული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა, სადაც […]

პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის პრეზენტაცია

25 აპრილს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის პრეზენტაცია: მიმართვის ფორმები ახალ ქართულში. სტრუქტურა და ფუნქციონირება. ამ ნაშრომით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ახალი საერთაშორისო რეფერირებადი სერიის გამოცემას სახელწოდებით: ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა. გამოცემის შესახებ ამ მონოგრაფიით ავტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუს-პროფესორმა შუქია აფრიდონიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენის მეცნიერული აღწერისა […]

სპექტაკლი „ჟლეტის ღმერთი“

შავი კომედია 1 მოქმედებად რა შეიძლება მოხდეს, როდესაც თინეიჯერი ბიჭების მშობლები ერთმანეთს თავიანთი შვილების ყოფა–ქცევის განსახილველად ხვდებიან? არაფერი განსაკუთრებული, იტყვით თქვენ. შეიკრიბებიან, დალევენ ჩაის, ან ყავას, ან ალკოჰოლს და ზრდილობიანად წარმართავენ ცივილურ, გაწონასწორებულ საუბარს იმის თაობაზე, თუ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის, როგორ იცვლება დროება და როგორი განსხვავებული ბავშვები იყვნენ თვითონ, არა? დიახ, სწორედ ასე იწყება […]

სპექტაკლი „ძალად ექიმი“

კომედია 1 მოქმედებად კომედია მოგვითხრობს თუ როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ, რომ მთავარი გმირი, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება ძალუძს. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზრმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში, რომელიც სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება, თუმცა არც კეთილი საქმის გაკეთება ავიწყდება და ყველაზე სერიოზული „ავადმყოფების“, შეყვარებული წყვილის, […]

სპექტაკლი „ჩარლის დეიდა”

კომედია 1 მოქმედებად ჩახლართული და აბსურდული სიტუაციებით სავსე კომედია, სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად ათასგვარ ტყუილს ხლართავენ; სადაც ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება უცბად ქალბატონ როზად გადაიქცეს; ქალბატონ როზად გადაცმული ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება პოლკოვნიკს შეუყვარდეს, ხოლო პოლკოვნიკს სტუმრად მისი პირველი სიყვარული, დონა როზა ეწვიოს, რომელიც თურმე პოლკოვნიკის შვილის მეგობრის დეიდაა, სწორედ ის დეიდა, რომლის ტანსაცმელშიც გამოწყობილა მისი […]

განათლების სკოლისა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის მასტერკლასები სკოლის მასწავლებლებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი 30 აპრილს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ილიაუნის T კორპუსში სკოლის მასწავლებლებისა და ლიდერებისთვის გამართავენ მასტერკლასებს. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები მოკლე აღწერა: მასტერკლასის მონაწილეები გაეცნობიან სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფორმებს (ქოუჩინგი, სასწავლო ჯგუფები, კრიტიკული მეგობარი, გაკვეთილის შესწავლა, მენტორინგი) და მათი გამოყენების შესაძლებლობებს სკოლის […]