„მწვანე მარკეტინგი“- კლაუდია მეიერის საჯარო ლექცია

11 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ურთიერთობების სასწავლო პროგრამის დირექტორი კლაუდია მეიერი წაიკითხავს საჯარო ლექციას. ლექციის თემა: მწვანე მარკეტინგი ლექციის შესახებ ლექციის თემაა მარკეტინგის მდგრადი და სოციალური ასპექტები, საკითხი, რომელმაც ბოლო დროს განსაკუთრებული აქტუალობა მოიპოვა. ერთი მხრივ, კომპანიებმა რომლებსაც […]

სპექტაკლი „უხერხემლო“

დრამა 1 მოქმედებად როგორია საქართველოში ცხოვრება, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე, ან ღირს კი გადარჩენა, როდესქაც არავის სჭირდები, არავის ესმის შენი? ამ ერთ ტრაგიკულ ამბავში, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებგული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა, სადაც […]

სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“

კომედია 1 მოქმედებად რა ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… არსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. მთარგმნელი: მაია ნაჭყებია რეჟისორი: დავით ჭახრაკია […]

სპექტაკლი „საწვავი“

დრამა 2 მოქმედებად როდესაც ზამთარია და ომი მძვინვარებს, ადამიანები საკვებს და სითბოს ეძებენ გადასარჩენად, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უკვე დაიწვა და მხოლოდ წიგნები-ღა დარჩა? გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, თუ წიგნები?! მთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი რეჟისორი: ლუკა ინწკირველი მხატვარი: თეო კუხიანიძე კომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე ტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: პროფესორი – გიორგი ჯიქია მარინა – ანიკო შურღაია დანიელი – გიორგი ტაბიძე სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 40 […]

სისხლის უანგარო დონაციის დღე ილიაუნიში

16 მაისს,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. აქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. სისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი […]

სპექტაკლი „მარატ-სადი“

ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა, შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით 1 მოქმედებად შესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის კი რევოლუცია გზა, რომელიც თავისუფლებისა და ძმობის შეგრძნებებს მოგვიტანს და სურვილებს დაგვიკმაყოფილებს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში პიესის მთავარი გმირი, მარკიზ დე სადი შარანტონის საგიჟეთში, პაციენტების მონაწილეობით ექსპერიმენტულ სპექტაკლს დგამს და […]

სპექტაკლი „საპნის ოპუსი”

დრამა 1 მოქმედებად მეორე მსოფლიო ომი გერმანიამ მოიგო. მთელ მსოფლიოზე მესამე რაიხი ბატონობს. საქართველო, ისევე როგორც დანარჩენი ევროპა, საკონცენტრაციო ბანაკებითაა სავსე. ერთ-ერთ მათგანში, აბასთუმანში, ქეთევანი, ნესტანი, სალომე და მედეა არიან გამოკეტილები. მათი საქმე წმინდა არიული რასის გამრავლება და “სამშობლოსთვის” შვილების გაჩენაა. ავტორი: დავით გაბუნია რეჟისორი: იოანე (ვანო) ხუციშვილი მხატვარი: თეო კუხიანიძე მუსიკალური გაფორმება: გიორგი ჯიქია ტექნიკური რეჟისორი: თამუნა კამლაძე მოქმედი […]

საქართველოში პირველად მარკეტინგული ღონისძიება Copy Break გაიმართება

19 მაისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართება მარკეტინგული ღონისძიება Copy Break –ქოფირაითინგული შესვენება. ქოფირაითინგი ქართულ ბაზარზე ახლახანს შემოსული ცნებაა, ამიტომ პროექტის მიზანია დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნოს მარკეტინგისა და პიარის ეს კონკრეტული მიმართულება, წარმოაჩინოს მისი მნიშვნელობა კრეატიულ ინდუსტრიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში, კერძოდ, სარეკლამო რგოლების იდეისა […]

შეხვედრა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ რიჩარდ სვინბერნთან

23 მაისს, 11:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, რიჩარდ სვინბერნის შეხვედრა სტუდენტებსა და პროფესორებთან. შეხვედრაზე პროფესორი სვინბერნი ისაუბრებს თავის წიგნზე Faith and Reason („რწმენა და აზროვნება“), რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა ამზადებს გამოსაცემად. შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ფილოსოფიისა და რელიგიის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. შეხვედრის დასასრულ პროფესორ რიჩარდ სვინბერნს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

კორეული ტრადიციული თამაშები

23 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ კორეულ ტრადიციულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. თქვენ საშუალება გექნებათ,  გაეცნოთ კორეულ ტრადიციულ სამოსს, მოირგოთ ის და მონაწილეობა მიიღოთ ისეთ თამაშებში, როგორებიცაა:  სეოიე (კალიგრაფია), ტუჰო, ჩეგიჩაგი, ტაკჯი. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით (დაესწრება პირველად რეგისტრირებული 50 მონაწილე). რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/NTghxywagkVnfwkh8 ჰანბოკი ჰანბოკი, ტრადიციული კორეული სამოსი, შეიძლება მოჰყვეს ?? კორეის […]