EPAG-ის მენტორობის პროგრამა

მენტორობის პროგრამა ითვალისწინებს EPAG-ის ასოციაციის წევრის, „მენტორის“ მიერ მისივე სპეციალობის სტუდენტისთვის გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციას, რაც სტუდენტს დაეხმარება პროფესიისადმი სწორი მოლოდინის ჩამოყალიბებაში, განვითარების პერსონალური გეგმის შემუშავებასა და მომავალი კარიერისთვის უკეთესად მომზადებაში. მენტორები შეირჩევიან EPAG-ის წევრებიდან საქმიანობის სფეროს მიხედვით და პროგრამის კონკრეტულ ნაკადში ჩართული უნივერსიტეტების სტუდენტების სპეციალიზაციის გათვალისწინებით. სტუდენტები შეირჩევიან EPAG-ის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, კერძოდ მენტორობის პროგრამის […]

შეხვედრა მუსიკის საგნის სტანდარტზე მომუშავე ჯგუფთან

30 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მუსიკის პედაგოგიკის მიმართულების ინიციატივით მუსიკის საგნის სტანდარტზე მომუშავე ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი დავით ზათიაშვილი ონლაინ გამართავს შეხვედრას, რომელსაც გაუძღვება ქეთევან შენგელია, ილიაუნის მუსიკის საგნის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი. საუბარი შეეხება საჯარო სკოლაში მუსიკის სწავლების პრინციპებსა და ახალ გამოწვევებს. ფორმატი: ონლაინ ZOOM https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/88018183373?pwd=qHWTCbXbrjnZbS4br0HlsgDnuyJHDX.1 Meeting ID: 880 1818 […]

„მასწავლებლების დამოკიდებულებები ინკლუზიური განათლების მიმართ საქართველოში“ − რუსუდან ჭანტურიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

12 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი რუსუდან ჭანტურია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მასწავლებლების დამოკიდებულებები ინკლუზიური განათლების მიმართ საქართველოში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − თინათინ ჭინჭარაული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 12 დეკემბერი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. […]

1924 წლის აჯანყების გახსენება 100 წლის შემდეგ − პროფესორთა პანელური დისკუსია

13 დეკემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პანელური დისკუსია. ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე. მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი სტივენ ჯონსი. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: ბექა კობახიძე, ილიას სახელმწიფო […]

დოქტორანტ ნათია საზანდარიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის მათემატიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ნათია საზანდრიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ამოზნექილ სიმრავლეთა სისტემისათვის გეომეტრიული ექსტრემალური ამოცანების ტოპოლოგიური გამოკვლევა“. ნაშრომში განხილულია ოპტიმალური მაკავშირებელი ციკლები კონცენტრული წრეწირებისთვის. არათანამკვეთი წრეწირების შემთხვევისთვის შესწავლილია მინიმალური მაკავშირებელი ციკლის ამოცანა და მორსის თეორია პერიმეტრის ფუნქციისთვის. მსგავსი პრობლემები […]

საერთაშორისო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“

19 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიხსნება გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“, მიძღვნილი აკადემიკოს გიორგი წერეთლის დაბადებიდან 120-ე წლისთავისა და აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი. კონფერენცია გაიმართება 20 და 21 დეკემბერს. 21 დეკემბერს ასევე ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ […]

დოქტორანტ ბაჩანა ბერაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

19 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფიზიკა და ასტრონომია“ დოქტორანტი ბაჩანა ბერაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს  „ხელოვნური მაგნიტური ველის ზეგავლენა კვაზი-ერთ-განზომილებიან ელექტრონულ და სპინურ სისტემებში“ ("Effects of synthetic gauge fields on quasi-1D electronic and spin systems"). სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გიორგი ჯაფარიძე და ალექსანდრე […]

საჯარო ლექცია „უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინარული კვლევა და დოკუმენტირება“

24 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქ. თბილისის უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინარული კვლევა და დოკუმენტირება“ (FR-23-6740) ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია. უზნაძის ქუჩის არქიტექტურა, რომელიც XIX საუკუნის II ნახევრიდან XXI საუკუნის ჩათვლით თარიღდება, თბილისის ურბანული მემკვიდრეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობებს მოიცავს. საჯარო ლექციაზე წარმოდგენილი […]

მომავალ ფიზიკოსთა X ფესტივალის ფინალური კონფერენცია

30 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება მომავალ ფიზიკოსთა მეათე ფესტივალის ფინალური კონფერენცია. ფიზფესტი 2013 წლიდან თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება როგორც სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია უფროსკლასელებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. მისი მიზანია ფიზიკით დაინტერესებული, ცნობისმოყვარე ახალგაზრდების, „მომავალი ფიზიკოსების“, აღმოჩენა, წახალისება, დამოუკიდებელი კვლევა-ძიებისადმი ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერება და რეალიზაცია. სამუშაო […]

1924 წლის აჯანყების გახსენება 100 წლის შემდეგ − სტუდენტური პანელური დისკუსია

8 იანვარს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური პანელური დისკუსია. ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე. მოდერაციას  გაუწევს ალექსანდრე მიქაბერიძე, ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი. დისკუსიაში მონაწილეობას […]