გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება 2023 წლის გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია. გონკურის პრემია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა მრავალ პრემიას შორის, რომელთაც საფრანგეთი გასცემს საუკეთესო ფრანგულენოვანი ნაწარმოებისათვის. საქართველო 2019 წელს შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც უფლება აქვთ არჩევანი გააკეთონ. წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის […]

„წიგნების თაროს“ საჯარო თამაში ილიას შესახებ

5 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას კვირეულის „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ ფარგლებში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული შოუ „წიგნების თარო“ ილიაუნის სტუდენტებს იწვევს თამაშში მონაწილეობის მისაღებად. „წიგნების თაროს“ მონაწილენი შეეცდებიან უპასუხონ ტრადიციული ფორმატის კითხვებს. სწორი პასუხის ავტორებს „წიგნების თარო“ და ილიაუნი პრიზებით დააჯილდოებენ. თამაშს პროექტის წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება. დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, 14 ნოემბრის […]

სტუდენტთა საერთაშორისო დღე ილიაუნიში

18 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტების მონაწილეობით გაიმართება ღონისძიებები: ფოტოკონკურსი სამაგიდო თამაშები კულტურული და სპორტული აქტივობები კინოჩვენება 17 ნოემბერი, სტუდენტთა საერთაშორისო დღე, დაწესდა 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღის სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად. საქართველოში ეს დღე 2009 წლიდან აღინიშნება. დრო: 18 ნოემბერი, […]

იმერსიული ტექნოლოგიები კინოს მომავლისთვის: XR და AI

19 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი FILM XR-თან ერთად გამართავს შეხვედრას „იმერსიული ტექნოლოგიები კინოს მომავლისთვის: XR და AI“. შეხვედრაზე განიხილავენ XR და AI ტექნოლოგიების გავლენას თანამედროვე ფილმისა და კულტურის ინდუსტრიაზე: XR ინდუსტრიის უახლეს ტენდენციები და ბაზრის მიმოხილვა; AI ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები ფილმისა და ვიდეოწარმოებისთვის. შემდეგ […]

Tbilisi PR Days – თბილისის პიარის დღეები 2024

15 ნოემბერს, 20:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართება სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი  „თბილისის პიარის დღეები 2024“. ფორუმის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარება და დაინტერესებული საზოგადოების წამყვან სპეციალისტებთან დაკავშირება. ფორუმზე მსოფლიოს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს წამყვანი სპეციალისტები ისაუბრებენ  წლის ყველაზე აქტუალურ თემაზე “PR and Gen Z”. მოწვეული სპიკერები: Brian Smith - Department Chair […]

„ჰორიზონტი ევროპა“ – დაფინანსების შესაძლებლობები დოქტორანტებისთვის, პოსტდოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

20 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას პროგრამის დაფინანსების სქემების – Marie Sklodowska-Curie Actions (MSCA), European Research Council (ERC), COST და სხვ. – შესახებ. ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს იხ. დღის წესრიგი https://shorturl.at/MYu0V სამუშაო ენა: ქართული დრო: 20 ნოემბერი, 11:00 საათი

ემერიტუს პროფესორის ნათელა იმედაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია

22 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ემერიტუს პროფესორ ნათელა იმედაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ფსიქოლოგი, ფსიქოლინგვისტი, ბავშვის მეტყველების განვითარების ფსიქოლოგიის მკვლევარი ნათელა იმედაძე იყო ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, პედაგოგიკის კათედრის გამგე და ილიაუნის პროფესორი დაარსებიდან დღემდე, 18 წლის განმავლობაში. მან თავისი თაობის გამორჩეულ მეცნიერებთან ერთად უნივერსიტეტში შექმნა უნიკალური […]

მარია-ჟოაო კუნჰიას ლექციების ციკლი: „მაკატონის საკომუნიკაციო სისტემის გამოყენება“

26-28 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში Erasmus გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პორტოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ენისა და მეტყველების თერაპევტი მარია-ჟოაო კუნჰია წაიკითხავს ლექციების ციკლს „მაკატონის საკომუნიკაციო სისტემის გამოყენება“. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/ohQhRYBkesXdsaUM6 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული დრო: 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ავსტრიული ბიბლიოთეკა, გიორგი წერეთლის ქუჩა, N3 დასწრება რეგისტრაციით.

ანდრე არაუჯოს ლექციების ციკლი: „ხმის დარღვევები, შეფასება და მართვა“

26 -28 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში Erasmus გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პორტოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ენისა და მეტყველების თერაპევტი ანდრე არაუჯო წაიკითხავს ლექციების ციკლს „ხმის დარღვევები, შეფასება და მართვა“. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/ohQhRYBkesXdsaUM6 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. სამუშაო ენა: ინლისური დრო: 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა, გიორგი წერეთლის ქუჩა, N3 დასწრება რეგისტრაციით. 2024

ვორკშოპი „ფოტოგრამეტრიის მეთოდის გამოყენება ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლაში“

27  ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო ვორკშოპი „ფოტოგრამეტრიის მეთოდის გამოყენება ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლაში“ შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „ქ. თბილისის უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინური კვლევა და დოკუმენტირება“ (FR-23-6740) ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს საარქივო, სახელოვნებათმცოდნეო და საველე კვლევას, რომელიც მოიცავს შენობების აზომვასა და დოკუმენტირებას. ამ კვლევის საბაზისო მეთოდად არჩეულ იქნა ფოტოგრამეტრია, რომლითაც შესაძლებელია […]