დოქტორანტ ივანე ლომიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

14 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის ,,ფილოსოფია“ დოქტორანტი ივანე ლომიძე დაიცავს  სადოქტორო ნაშრომს “Liberal Realism: Politics of Difference beyond Universalist-Contextualist Debate” („ლიბერალური რეალიზმი: განსხვავების პოლიტიკა უნივერსალიზმისა და […]

თურქეთის საგრანტო პროგრამა – საინფორმაციო შეხვედრა

16 იანვარს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თურქეთის საგრანტო პროგრამის შესახებ. თურქეთის საგრანტო პროგრამა Türkiye Bursları არის ყოვლისმომცველი სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სტუდენტებსა და მკვლევრებს აძლევს შესაძლებლობას, თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით მიიღონ განათლება და აწარმოონ კვლევები. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 თებერვალი.

დოქტორანტ ქეთევან კობაიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

16 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დოქტორანტი ქეთევან კობაიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „სამოქალაქო ჩართულობის პიროვნული და სიტუაციური პრედიქტორები“. სამეცნიერო ხელმძღვანელი  – ნინო ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი დრო: 16 იანვარი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.

სრულად დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამები კორეის უნივერსიტეტში

კორეის უნივერსიტეტი (სეული) აცხადებს კონკურსს სამაგისტრო სტიპენდიების მოსაპოვებლად SK Global Scholarship Program (Fall 2025) პროგრამით. სტიპენდია სრულად ფარავს საინფორმაციო ტექნოლოგიების/ხელოვნური ინტელექტის, ელექტრონული ინჟინერიისა და ფიზიკის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამებზე სწავლების დაფინანსებას. კორეის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას 20 იანვარს, G106  აუდიტორიაში, 11:30 საათზე სტიპენდიის პირობების შესახებ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი. დრო: 20 იანავრი, […]

დოქტორანტ გიგა ხოსიტაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

23 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიგა ხოსიტაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მსგავსების დეტექციის პროგრამის ადაპტაცია და პლაგიატის აღქმა აკადემიური პერსონალის მიერ“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − თამარ ბრეგვაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 23 […]

მკვლევარ თამარ ლეკვეიშვილის საჯარო ლექცია „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“

23 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი თამარ ლეკვეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“. მომხსენებელი ისაუბრებს აღნიშნული წყაროს მნიშვნელობაზე მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს […]

დოქტორანტ ელისაბედ კვერღელიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

24 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ელისაბედ კვერღელიძე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ინტეგრინების როლი ნერვული ქსოვილის ჰიპოქსია/იშემიური პროცესების განვითარებაში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ბარბაქაძე სამუშაო ენა: ქართული დრო: 24 იანვარი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.

არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდია − გამარჯვებულის დაჯილდოება

24 იანვარს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება არჩილ ბადრიაშვილის სტიპენდიატის დაჯილდოების ცერემონია. ერთწლიანი სტიპენდია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნატალი ჯაჯვანს, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის მეორეკურსელს სვანეთის რეგიონიდან. 2024 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნა ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და მკვლევრის, სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტუდენტური სტიპენდია. მისი ფოკუსი 2024 წელს სვანეთის რეგიონის […]

გამოფენა „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“

30 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში გაიხსნება გამოფენა „Globale Verflechtungen. Deutsche Siedler in Georgien (1817-1941) / გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“, რომელიც გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით. გამოფენა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზიგენის უნივერსიტეტს შორის განხორციელებული პროექტის „Globale Verflechtungen der Deutschen in Georgien (1817-1941)“ შედეგად. დამთვალიერებელი 23 ბანერით გაეცნობა საქართველოში […]

AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენთან შეხვედრა

30 იანვარს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენსა და ამავე სააგენტოს საქართველოს ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელ თამარ ღარიბაშვილთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ასოცირებული წევრია. სტუმრები ისაუბრებენ ღონისძიებებზე, რომლებიც ემსახურება ფრანგული ენისა და კულტურის, ფრანკოფონული ქვეყნების კულტურის პოპულარიზაციას როგორც […]