დოქტორანტ ირაკლი დეკანოზიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

31 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში  ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ირაკლი დეკანოზიშვილი დაიცავს სადოქტორო ნაშრომს “The Conception of Recognition in Ethics and Political Philosophy” („აღიარების კონცეფცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში“). ერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, […]

უმაღლესი განათლების სპეციალისტი, როგორც პროფესია

31 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში  განათლების კვლევების ცენტრი წარმოგიდგენთ უმაღლესი განათლების სფეროს ტენდენციებისა და დასაქმების ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციას. ამ მიმართულების სამაგისტრო პროგრამები დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში უფრო მეტადაა განვითარებული, თუმცა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც იზრდება უნივერსიტეტების ეფექტიანი მართვისა და უმაღლესი განათლების სისტემის ანალიზის მნიშვნელობა. HERI პროექტის „უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია“ ფარგლებში […]

დოქტორანტ თეა ფანჩულიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

6 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დოქტორანტი თეა ფანჩულიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ციხისა და აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების გავლენა მოზარდების სასკოლო შიშსა და შფოთვაზე“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი ქეთევან მაყაშვილი სამუშაო ენა: ქართული დრო: 6 თებერვალი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ.N1 დასწრება […]

დოქტორანტ კახა ქარჩხაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

10 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი კახა ქარჩხაძე დაიცავს  სადისერტაციო ნაშრომს „ბიოდიზელის საწვავის მიღების ტექნოლოგიები და მათი კომერციალიზაცია“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით მიქელაძე სამუშაო ენა: ქართული დრო: 10 თებერვალი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.

დოქტორანტ ნინო გალდავაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი ნინო გალდავაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მოძრაობის კონცეპტი როგორც „საპყრობილედ“ გააზრებული სახელმწიფოს დაძლევის საშუალება მე-სთვის ჭოლა ლომთათიძის, ნიკოლო მიწიშვილისა და კარლო კაჭარავას ტექსტების მაგალითზე“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი ნინო ფირცხალავა სამუშაო ენა: ქართული დრო: 12 თებერვალი, 15:00 […]

კვლევის „ძალადობრივი ქცევის პრობლემების მქონე მოზარდების ქცევაზე რეაგირების მექანიზმები“ პრეზენტაცია

14 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება კვლევის „ძალადობრივი ქცევის პრობლემების მქონე მოზარდების ქცევაზე რეაგირების მექანიზმები“ პრეზენტაცია. კვლევა ასახავს არასრულწლოვანთა ძალადობრივი ქცევის გამომწვევ მიზეზებს, სახელმწიფოს მიერ მათზე რეაგირების მექანიზმებს და უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტურობას. მასში ასევე საუბარია პრაქტიკულ გამოწვევებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებზე. მომხსენებლები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ძალადობრივი ქცევის გამომწვევი სოციალური, […]

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 24-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი

18 თებერვალს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 უდიტორიაში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს 24-ე სემესტრულ საანგარიშო კონცერტს. დრო: 18 თებერვალი, 18:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია (დარბაზი), ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია.

ილიაუნის ასოცირებული პროფესორის თამარ ცხადაძისა და ასისტენტ-პროფესორის თამაზ თოხაძის საჯარო მოხსენებები

19 თებერვალს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ცხადაძე წაიკითხავს მოხსენებას „ნებელობითი არცოდნა – ეპისტემური წინააღმდეგობის შესაძლო ფორმა?“. იგი ეპისტემური უსამართლობისა და ეპისტემური ჩაგვრის ცნებების გამოყენებით გაანალიზებს და შეაფასებს ე.წ. ვოუქიზმის სადავო ასპექტის – „გაუქმების კულტურის“ გამოყენებას კლასიკური ტექსტების მიმართ, კერძოდ, „გაუქმების მოთხოვნას“ გააანალიზებს ჰერმენევტიკული უსამართლობისა და ნებელობითი არცოდნის კონცეფციების შუქზე. ასისტენტ-პროფესორი თამაზ […]

დიმიტრი სილაქაძის წიგნის „თებერვლის ტანკები“ პრეზენტაცია

24 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 107-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება დიმიტრი სილაქაძის „თებერვლის ტანკების“ პრეზენტაცია. წიგნი გამოსცა „არტანუჯმა“. პირველი „რკინის ურჩხული“, ტანკი, 1915 წელს ბრიტანელებმა შექმნეს. 1921 წლის 24 თებერვალს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოსა და ამიერკავკასიის ისტორიაში პირველად თბილისთან ახლოს, მდინარე ლოჭინის მარჯვენა სანაპიროზე, გამართულ ბრძოლაში ერთმანეთს […]

პროფესორ ქეთევან კუპატაძის საჯარო ლექცია „ღმერთების საკვები “ – შოკოლადის ქიმიური თავგადასავალი“

28 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი ქეთევან კუპატაძე წაიკითხავს ლექციას „ღმერთების საკვები “ – შოკოლადის ქიმიური თავგადასავალი“. მომხსენებელი ისაუბრებს შოკოლადის ისტორიაზე, ქიმიაზე, საკვებ ღირებულებაზე, შაქართან მის მიმართებაზე და შოკოლადის ქიმიურ ექსპერიმენტებზე. ლექცია  დააინტერესებთ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვ. დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე 22 თებერვლის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია. პირველ 100 დარეგისტრირებულ პირს […]