„ჰორიზონტი ევროპა“ ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

4 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობათა შესახებ. შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები განიხილავენ მარი სკლადოვსკა კიურის (MSCA), ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) ინდივიდუალურ კვლევით და მობილობის პროექტებს, ასევე უკვე დაფინანსებული COST პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობებს. საკონტაქტო პირები წარადგენენ დაფინანსების […]

საინფორმაციო შეხვედრა „აირჩიე საფრანგეთი“

4 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103a აუდიტორიაში „კამპუს ფრანსისა“ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთში სწავლის შესახებ. შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე, ჩარიცხვის პროცედურებზე, სამთავრობო სტიპენდიების მიღებაზე, სავიზო მოთხოვნებსა და სასწავლო პროცესის თავისებურებებზე. პრესტიჟული უნივერსიტეტის, Sciences Po-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ფრანგი სტუდენტი გამოცდილებას გაუზიარებს დამსწრეთ. სამუშაო […]

„დიდი გეტსბის“ გამოცემიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი

5 ივნისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანის „დიდი გეტსბი“ გამოცემიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი. სემინარზე მომხსენებლები განიხილავენ რომანის ისტორიულ და ლიტერატურულ მნიშვნელობას, მის გავლენას ამერიკულ კულტურასა და თანამედროვე აზროვნებაზე. მომხსენებლები: პროფესორი რეზო მარსაგიშვილი – „დიდი გეტსბის“ პერსონაჟების სამეტყველო სტრატეგიები; ასოცირებული პროფესორი ნინო გულიაშვილი – „აზრის კონსტრუირება რომანში „დიდი გეტსბი“: შედარებითი ლინგვისტური ანალიზი […]

პოლონელი პროფესორების საჯარო ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

5 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ვარშავის სიცოცხლისშემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (Warsaw University of Life Sciences, პოლონეთი) პროფესორები, რობერტ პოპეკი და არკადიუშ პჟიბიში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. რობერტ პოპეკი – „ურბანული მცენარეულობა, როგორც ბუნებრივი ფილტრი: ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკების დაჭერაში მწვანე ინფრასტრუქტურის როლის შეფასება“ პროფესორი რობერტ პოპეკი განიხილავს, როგორ უწყობს ხელს ურბანული გამწვანება ჰაერის დაბინძურების […]

სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში

12 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები სოციალურ მეცნიერებათა სექცია: დაიწყება 12:00 საათზე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია მუშაობას დაიწყებს 14:00 საათზე. კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, რომლებსაც გამოგზავნილი აქვთ შესაბამისი თემატური რეზიუმეები. კონფერენციას დაესწრებიან და მომხსენებლებს […]

პოლონელი პროფესორების საჯარო ლექცია „სისხლი და სისხლის ჯგუფების კავშირი კვებასთან“

12 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103 დარბაზში ლუბლინის სოციალურ და სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ლეშეკ ზაკრჟევსკი და აგნიეშკა მიხალსკა წაიკითხავენ ლექციას სისხლის, სისხლის ჯგუფებისა და კვებასთან მათი კავშირის შესახებ. ლექცია საინტერესო იქნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებების, ბიოლოგიის, კვების მეცნიერების, გამოყენებითი ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის სტუდენტებისთვის. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 12 ივნისი, 14:00 საათი […]

შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

12 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალი (AHF Georgia) გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებში აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფექციის გავრცელების პრევენცია. მსმენელს საშუალება ექნება, დაესწროს  საინფორმაციო სესიას აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტებისა (B და C ტიპის) და სიფილისის პრევენციის გამოვლენის მექანიზმებისა და მათთან დაკავშირებულ სტიგმასთან ბრძოლის შესახებ. […]

პანელური დისკუსია „თერგდალეულები და ქართული ეროვნული თვითმყოფადობის აღორძინება“

13 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პანელური დისკუსია „თერგდალეულები და ქართული ეროვნული თვითმყოფადობის აღორძინება“ მე-19 საუკუნის ქართული ინტელექტუალური თაობის, თერგდალეულების, მისიისა და მემკვიდრეობის გააზრების შესახებ. სწორედ მათ დაეკისრათ ბრძოლა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებისა და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებისთვის. საუბარი შეეხება იმ პრინციპებს, რომლებიც თერგდალეულების მოძრაობას წარმართავდა, ქვეყნის გარე და შიდა საფრთხეებს, რომელთა გადალახვასაც ისინი ცდილობდნენ, ასევე ეროვნული თვითმყოფადობის […]

მიღება საზაფხულო სკოლაში

14 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორიაში გაიმართება გასაუბრება საზაფხულო სკოლით დაინტერესებულ სტუდენტებთან. საზაფხულო სკოლა ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე მოეწყობა 16-25 ივნისს პროექტის „აკადემიური გამოცდილების გაზიარება მდგრადი ტყის მართვისთვის“ ფარგლებში. სტუდენტები შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ტყის მართვის, ოპერაციებისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით. სკოლას გაუძღვებიან შვეიცარიელი და ქართველი მეცნიერები და ლექტორები. ლექციები გაიმართება ილიას […]

პროფესორ სერგეი შაროვის საჯარო მოხსენება „ინკლუზიური ხმები: ხელოვნური ინტელექტი სათათბირო დემოკრატიისათვის“

23 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ლიდსის უნივერსიტეტის ენის, კულტურისა და საზოგადოების მეცნიერებათა სკოლის, ენის ტექნოლოგიების პროფესორი სერგეი შაროვი წაიკითხავს მოხსენებას „ინკლუზიური ხმები: ხელოვნური ინტელექტი სათათბირო დემოკრატიისათვის“. პროფესორი შაროვი მიმოიხილავს ევროკავშირის პროგრამის Horizon ფარგლებში განხორციელებული პროექტის iDem მიდგომებსა და შედეგებს. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულების, მიგრანტებისა და […]