ილიაუნის ტექნოლოგიური ფორუმი 2025

ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტების ქეფსთოუნ პროექტების პრეზენტაციები ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი ტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე 12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ტექნოლოგიური ფორუმი 2025. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები, ტექნოლოგიური სფეროს  დასაქმების ფორუმი და საერთაშორისოდ აკრედიტებული და აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო […]

კარიერული განვითარების პროექტის Level Up მეხუთე ლექცია „საკუთარი თავის წარმოჩენა და პროფესიული თვითანალიზი“

11 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება კარიერული განვითარების პროექტის Level Up მეხუთე (დასკვნითი) ლექცია. შეხვედრის თემებია: საკუთარი თავის წარმოჩენა და პროფესიული თვითანალიზი. ლექციის მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს პროფესიული უნარებისა და ძლიერი მხარეების უკეთ გააზრებაში. მომხსენებლები ისაუბრებენ, როგორ შეიძლება საკუთარი თავის შეფასებისა და თვითანალიზის უნარების განვითარება თანამედროვე შრომით ბაზარზე წარმატებისთვის და რა მნიშვნელობა აქვს ეფექტურ […]

კონფერენცია „უმაღლესი განათლების ცვალებადი პოლიტიკა: უმაღლესი განათლებისა და კვლევის მომავალი საქართველოში“

14 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პროექტის „HERI – უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია“ შემაჯამებელი კონფერენცია „უმაღლესი განათლების ცვალებადი პოლიტიკა: უმაღლესი განათლებისა და კვლევის მომავალი საქართველოში“. ღონისძიების მიზანია დამსწრე საზოგადოებისთვის პროექტის შედეგების წარდგენა და, დაანონსებული რეფორმის კონტექსტში, საქართველოში უმაღლესი განათლებისა და კვლევის მომავლზე მსჯელობა. […]

ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო პროგრამა – გასვლითი შეხვედრა ყვარელში და ღია ლექცია

22 ნოემბერს ილიასადმი მიძღვნილი საიუბილეო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის გაიმართება გასვლითი შეხვედრა ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ღია ლექციას „ილია და ევროპა“ წაიკითხავენ: გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, უმაღლესი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი; სანდრო გუდიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამის სტუდენტი. დასასრულს სტუმრებისთვის გაიმართება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტური. მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3LKe6WS ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია პირველ […]

უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგები – საჯარო ლექციები

21 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქ. თბილისის უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინარული კვლევა და დოკუმენტირება“ ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები. პროექტის მონაწილეები კვლევის შუალედური შედეგების შესახებ წაიკითხავენ მოხსენებებს: „ფოტოგრამეტრიის მეთოდის გამოყენება დიმიტრი უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირებისთვის“ მომხსენებელი გიორგი ფარცხალაძე „XIX ს-ის II ნახევრის […]

WordPress თბილისი Meetup – ღია კოდის მომავალი საქართველოში

22 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პირველად გაიმართება WordPress თბილისი Meetup, რომელიც მიზნად ისახავს WordPress-ის, ღია კოდის კულტურის, ციფრული განათლებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას საქართველოში. ღონისძიება გააერთიანებს დეველოპერებს, დიზაინერებს, სტუდენტებსა და სააგენტოების წარმომადგენლებს – ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქვეყნის ციფრულ გარემოს. WordPress თბილისი Meetup არის ღია, ინკლუზიური პლატფორმა, რომლის მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას […]

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა“

25 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა“. კონფერენციის მიზანია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა და კორეასა და საქართველოს შორის სამრეწველო თანამშრომლობის პერსპექტიული სფეროების იდენტიფიცირება. ღონისძიება აერთიანებს აკადემიურ წრეებს, სტუდენტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. მონაწილეები განიხილავენ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების […]

სისხლის დონაციის დღე ილიაუნიში

25 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. აქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. სისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი […]

პროფესორ ფრიც ჰაინრიხის საჯარო ლექცია „რელიგიური ქვები – რელიგიის მატერიალური რეპრეზენტაცია ყოველდღიურობაში“

26 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის შეხვედრების ოთახში F303,  რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ფრიც ჰაინრიხი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რელიგიური ქვები – რელიგიის მატერიალური რეპრეზენტაცია ყოველდღიურობაში“. მომხსენებელი ისაუბრებს რელიგიური ქვების მნიშვნელობაზე ყოველდღიურობასა და რელიგიათა ისტორიაში. მუსიკალურმა როკ-ჯგუფმა The Rolling Stones და ბობ დილანმა თავისი სიმღერით “Like a Rolling Stone” „მატერიალური რელიგიისა“ და „რელიგიის ესთეტიკის“  პერსპექტივების […]

საერთაშორისო ვორკშოპი „ებრაული თემა ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში“

28 ნოემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართავს საერთაშორისო ვორკშოპს „ებრაული თემა ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში“. ვორკშოპის მიზანია ქართულსა და ევროპულ ლიტერატურაში 1850 წლიდან დღემდე ებრაული თემის რეპრეზენტაციის საკითხებზე მსჯელობა. ​​ტრანსნაციონალურ და ინტერმედიალურ პერსპექტივებზე დაყრდნობით განხილული იქნება მხატვრული, ლიტერატურული, კინოხელოვნებისა და მუსიკალური მაგალითები მე-19 საუკუნეში […]