დოქტორანტ ანა მგელაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

26 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ანა მგელაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ფიზიკის მასწავლებელთა ტექნოლოგიური კომპეტენციები“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − მარიკა კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დისტანციურ ფორმატში დასასწრები ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/85074207892?pwd=JbHJvDWUbybqV8yALKyVaMNRhr56ZF.1 სამუშაო ენა: ქართული დრო: 26 ივნისი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 […]

Zoomout-ისა და ფაბლაბის პანელური დისკუსია „როგორ განავითაროთ მეწარმეობრივი უნარები სამსახურის დატოვების გარეშე“

26 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში  ტექმეწარმეობისა და ინოვაციის განვითარების ცენტრის, პრეაქსელერატორი Zoomout-ისა და ფაბლაბის ორგანიზებით გაიმართება საჯარო პანელური დისკუსია „როგორ განავითაროთ მეწარმეობრივი უნარები სამსახურის დატოვების გარეშე“. სპეციალურად მოწვეული მომხსენებელია დოქტორი ალექს დენობლი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობის ემერიტუს-პროფესორი, Lavin Entrepreneurship Center-ის აღმასრულებელი დირექტორი და წიგნის The Entrepreneur Within ავტორი. პროფესორ დენობლის […]

მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

28 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში" (Science on Stage), რომლის ორგანიზატორია ილიაუნის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 19 პროექტი საბუნებისმეტყველო განათლების სხვადასხვა სფეროდან. ჟიურის მიერ შერჩეული ოთხი საუკეთესო პროექტის ავტორი 2026 წლის მაისში  საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო ფესტივალზე კლაიპედაში (ლიეტუვა). ფესტივალის მიზანია საბუნებისმეტყველო […]

დოქტორანტ გიორგი ეპიტაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

16 ივლისს, 13:00 საათზე, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის „ეკოლოგია“ დოქტორანტ გიორგი ეპიტაშვილის სადისერტაციო ნაშრომის „საქართველოს მტკნარი წყლის თევზების ტაქსონომიური რევიზია და სახეობათა მოწყვლადობის შეფასება“ (Taxonomic revision of freshwater fishes of Georgia and the assessment of species vulnerability) დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ბელა ჯაფოშვილი […]

ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

7 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ეძღვნება ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, 2015 წლის 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული ივლიტა ჯიბუტის, ხსოვნას. კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ სტუდენტები. დრო: 7 ივლისი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია, ქ. […]

ახალი ინიციატივის NARI პრეზენტაცია და მოხალისე სტუდენტების დაჯილდოება

7 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში  კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევის ლეიბნიცის ცენტრი გამართავს მეცნიერების პოპულარიზაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. I ნაწილი: NARI – Network of Amateur Researchers Inquiry ღონისძიებაზე ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მკვლევარი თინათინ ჩხარტიშვილი წარმოადგენს ახალ ინიციატივას NARI (Network of Amateur Researchers Inquiry), რომლის მიზანია ბუნებით დაინტერესებული პროფესიონალების, მოყვარული მკვლევრების, ნატურალისტების და […]

დოქტორანტ ლია ქურციკიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

7 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ლია ქურციკიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს ,,საბავშვო ბაღის აღმზრდელების მიერ სოციალური და ემოციური კომპეტენციების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  ხათუნა დოლიძე სამუშაო ენა: ქართული დრო: 7 ივლისი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]

დოქტორანტ შოთა აზიკურის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

8 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიაუნისა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი შოთა აზიკური დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს Science in Democracy: Constructing the Authority of Science („მეცნიერება დემოკრატიაში: მეცნიერების ავტორიტეტის კონსტრუირება“). ერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის […]

დოქტორანტ შოთა გარუჩავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

10 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის ფიზიკა და ასტრონომია დოქტორანტ შოთა გარუჩავას სადისერტაციო ნაშრომის „კვანტური ფაზური გადასვლები დაბალი სივრცითი განზომილების მქონე კორელირებულ ფერმი/ბოზე სისტემებში შემადგენელ ნაწილაკთა მასათა იმბალანსის პირობებში“ დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ალექსანდრე ნერსესიანი და გიორგი ჯაფარიძე სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 10 […]