დოქტორანტ გიორგი ბოიჩენკოს სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

10 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიორგი ბოიჩენკო დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ქართლის აუზისა და მისი მომიჯნავე კავკასიონისა და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებით სარტყლებს შორის ტექტონიკური დაძაბულობის მქონე ზონის კომპლექსური კვლევის შედეგები“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეა გოდოლაძე სამუშაო ენა: ქართული […]

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 26-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი

14 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 26-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი. 2024 წელს გუნდმა მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდებს შორის პირველი ადგილი ფესტივალზე „სტუდფესტ 2024“. გუნდის წევრებს ჰქონდათ წარმატებული გასტროლები პოლონეთში, სერბეთში, ესტონეთსა და საფრანგეთში. გუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. დრო: 14 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

დოქტორანტ ლევან ნინუას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

15 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის „ეკოლოგია“ დოქტორანტ ლევან ნინუას სადოქტორო ნაშრომის „პონტო-კასპიური კალმახის ეკოლოგია, პოპულაციური გენეტიკა, ევოლუცია და ტაქსონომია“ (Ecology, population genetics, evolution and taxonomy of Ponto-Caspian trout)“ დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნათია კოპალიანი და დავით თარხნიშვილი სამუშაო […]

რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი“ 2025 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია

17 ივლისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი“ 2025 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია. ნომერი ეძღვნება მართლმადიდებლური თეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას, მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასს. გამოცემის თემატიკა იმდენად მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს ეხება, რომ იგი ერთ-ერთმა თეოლოგიური კვლევების აკადემიამ საზღვარგარეთაც დაბეჭდა და გაავრცელა. ღონისძიებას თეოლოგი ბექა მინდიაშვილი გახსნის. დეკანოზი გიორგი წეროძე, გამოცემის მთავარი […]

დოქტორანტ ანა ლოლუას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

18 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ისტორია“ დოქტორანტი ანა ლოლუა დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს Between Imperial and Anti-Imperial: The Case of the Georgian State Museum since the Early Bolshevik Period up until the […]

პროფესორ სუდიპ ჯანას სემინარი „სინათლე ნეიტრინოებიდან”

19 სექტემბერს, 16:00 სათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ჰარიშ ჩანდრას კვლევითი ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორი სუდიპ ჯანა წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „სინათლე ნეიტრინოებიდან”. მომხსენებელი ნეიტრინოს არასტანდარტულ ურთიერთქმედებათა შესახებ შესავლის შემდეგ ყურადღებას გაამახვილებს ნეიტრინოს ელექტრომაგნიტურ თვისებებსა და კავშირზე მაგნიტურ მომენტსა და ნეიტრინოს მასის წარმოქმნის მექანიზმს შორის. ასევე განიხილავს მოდელებს, რომელთა ჩარჩოებშიც ნეიტრინობს გააჩნიათ დიდი მაგნიტური მომენტი და […]

პროფესორ ფლორა რიზადტინოვას სემინარი “ჰიგსის ბოზონის პრეცეზიული შესწავლა და ახალი ფიზიკის ძიებები ატლასის ექსპერიმენტში“

22 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ოკლაჰომის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფლორა რიზადტინოვა წაიკითხავს საჯარო მოხსენებას “ჰიგსის ბოზონის პრეცეზიული შესწავლა და ახალი ფიზიკის ძიებები ატლასის ექსპერიმენტში“. მომხსენებელი ისაუბრებს ჰიგსის ბოზონის ძირითად თვისებებსა და უახლეს პრეციზიულ გაზომვებზე, რომლებიც ეყრდნობა პროტონ-პროტონთა გაფანტვის სრულ მონაცემებს √s = 13 ტევ და 13.6 ტევის ენერგიებზე.  ეს შედეგები მიღწეულ იქნა LHC-ის ATLAS-ის ექსპერიმენტებში მე-2 […]

ERASMUS+ საინფორმაციო შეხვედრები ილიაუნის სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კონკურსების შესახებ. 23 სექტემბერი, 13:00 საათი 26 სექტემბერი, 11:00 საათი 29 სექტემბერი, 12:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 გამოცხადებული კონკურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. დასწრება თავისუფალია.

საორიენტაციო ონლაინშეხვედრა ილიაუნის ახლად მოწვეული აკადემიური პერსონალისთვის

29 სექტემბერს, 13:00-დან 14:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის  ონლაინ გაიმართება საორიენტაციო შეხვედრა/ტრენინგი. შეხვედრის მიზანია ახლად მოწვეული აკადემიური პერსონალის დროული ადაპტაცია საუნივერსიტეტო გარემოსთან, ასევე სასწავლო პროცესის ხელშემწყობი ელექტრონული სისტემებისა და საუნივერსიტეტო სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გაცნობა. ტრენერები − გიგა ხოსიტაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე) და ირინე ბაზღაძე (არგუსის მთავარი […]

პროფესორ ანდრეას ლეხნერის საჯარო ონლაინლექცია „ტრანსფორმაციის ტიპოლოგიები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანული კვლევების ლაბორატორია განაგრძობს კვლევით პროექტს „საბურთალოს ურბანული ცვლილებები“, რომელიც მიზნად ისახავს საბურთალოს ურბანული ტრანსფორმაციის პროცესების შესწავლას მე-19 საუკუნის ბოლოდან 1990-იან წლებამდე, აგრეთვე საბინაო მშენებლობის არქიტექტურული თავისებურებებისა და სივრცითი ტიპოლოგიების გაანალიზებას. პროექტით დაგეგმილია ოთხი საერთაშორისო სემინარი, რომელთა მიზანია თანამედროვე არქიტექტურულ დისკურსში მიმდინარე პროცესების გააზრება და კვლევის შედეგების საერთაშორისო აკადემიურ კონტექსტში ჩართვა. 30 სექტემბერს, 19:00 […]