ჰარუტიუნ ხუდანიანის საჯარო მოხსენება „სომეხი ხალხის წარმომავლობა და ჩამოყალიბების პროცესი უახლესი გამოკვლევების შუქზე“

2 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მკვლევარი ჰარუტიუნ ხუდანიანი წაიკითხავს მოხსენებას „სომეხი ხალხის წარმომავლობა და ჩამოყალიბების პროცესი უახლესი გამოკვლევების შუქზე“. მომხსენებელი უახლესი გენეტიკური კვლევების გათვალისწინებით წარმოადგენს შეხედულებებს სომეხი ხალხის წარმომავლობის შესახებ.  თანამედროვე სომხები არიან მატარებლები წარმომავლობის განსხვავებული, უწყვეტი ხაზისა, […]

დოქტორანტ ვასილ მეტრეველის სადოქტორო ნაშრომის „წაბლის ეკოლოგია კავკასიაში“ დაცვა

6 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის – კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის პროგრამის დოქტორანტი ვასილ მეტრეველი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „წაბლის ეკოლოგია კავკასიაში“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ალექსანდრე გავაშელიშვილი; გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰოლგერ კრეფტი. […]

დოქტორანტ რიკი ბრაუნის ონლაინლექცია „ტრადიციის ტოკენიზაცია: ფინტექი და ქვევრის მეღვინეობა“

7 ოქტომბერს 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა კრუზი) ანთროპოლოგიის დოქტორანტი რიკი ბრაუნი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ტრადიციის ტოკენიზაცია: ფინტექი და ქვევრის მეღვინეობა“. ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) ინდუსტრია სწრაფად იზრდება და მისი კრიპტოვალუტები, მაგალითად ბიტკოინი, ასევე არაგაცვლადი ტოკენები (NFT-ები), სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ტრანზაქციული საზოგადოებისა და […]

მელინე არაკელიანის საჯარო ლექცია „ამსტერდამიდან ზუგდიდამდე: ხიდები ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის“

9 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ამსტერდამიდან ზუგდიდამდე: ხიდები ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 9 ოქტომბერი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია. 2025

II საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“

10-12 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება II საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“. კონფერენციის მთავარი თემაა „ლექსიკოგრაფია და ტექნოლოგიები“ და ის ეძღვნება დიდი ქართველი ლექსიკოგრაფის, მწერლის, დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლისთავს. კონფერენციაში მონაწილეობს 50 მეცნიერი 16 ქვეყნიდან: საქართველო, დანია, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლიეტუვა, ნორვეგია, […]

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

10 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ თანამშრომლობით გაიმართება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი თემაა „სერვისებზე ხელმისაწვდომობა: ფსიქიკური ჯანმრთელობა კატასტროფებისა და გადაუდებელი სიტუაციების დროს“.  ღონისძიება ანტისტიგმა კამპანიის ნაწილია და მისი მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების განხილვა, გავრცელებული პრობლემების შესახებ […]

პროფესორ ტატიანა დენისოვას საჯარო ლექცია „ფინანსები და ფული მალაი-ინდონეზიის არქიპელაგში XIII-XIX საუკუნეებში“

10 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ფინანსები და ფული მალაი-ინდონეზიის არქიპელაგში XIII-XIX საუკუნეებში“ მალაის სამყაროს ისლამიზაცია მონეტარული და ფისკალური განვითარების ოქროს ხანაა. XIII-XIX საუკუნეებში ფულის ნიშნებს იყენებდნენ როგორც ვაჭრობაში, ასევე საგადასახადო სფეროში ძღვენის სახით და კრედიტების […]

დოქტორანტ ლუკას გრუნდსფელდის საჯარო ლექცია „რუსეთ-უკრაინის ომი: გაკვეთილები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიისთვის“

10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი ლუკას გრუნდსფელდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რუსეთ-უკრაინის ომი: გაკვეთილები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიისთვის“. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ შოკი გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ისე საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები ამ დისციპლინის ერთ-ერთი მთავარი კვლევის საგანია, 2022 წლის 24 თებერვალს ბევრი მკვლევარი ისევე […]

ილიაუნის თეატრში სავიონ ლიბრეხტის პიესის „სიყვარულის ბანალურობის“ პრემიერა გაიმართება

თანამედროვე ებრაელი დრამატურგის, სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა. პიესა მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობის შესახებ, რომელსაც შეიძლება ეწოდოს როგორც ინტელექტუალური, ისე პიროვნული და მორალური კონფლიქტური კავშირი. ეს არ არის მხოლოდ კლასიკური […]

დოქტორ ივან გოლოლობოვის ონლაინლექცია „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“

14 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის ლექტორი ივან გოლოლობოვი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“. მომხსენებელი იკვლევს პუტინიზმის, როგორც პოლიტიკური დისკურსის, იდეოლოგიური კონსტრუქციების მიღმა მაგიურ აზროვნებას. ლაკლოზე, მუფსა და პოლიტიკური დისკურსის სხვა თეორეტიკოსებზე დაყრდნობით, […]