ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, გოეთეს ინსტიტუტსა და იენის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება

17 აპრილს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, გოეთეს ინსტიტუტსა და იენის უნივერსიტეტს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მომზადდებიან გერმანული ენის მასწავლებლები. მემორანდუმის მიზანია ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, გოეთეს ინსტიტუტსა და იენის უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გერმანული ენისა და გერმანულ-ქართულ კულტურათა დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო საერთაშორისო […]

მოთხრობა თანამედროვე ესპანურ და ქართულ ლიტერატურაში

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და სერვანტესის ინსტიტუტთან თანამშრობლობით თბილისში ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული იმართება. ამ მიზნით თბილისს თანამედროვე ესპანელი მწერლები ელენა მედელი (Elena Medel), პატრიცია ესტებან ერლესი (Patricia Esteban Erlés), არკაითს კანო (Harkaitz Cano), ნიკოლას მელინი (Nicolás Melini), სერვანტესის ინსტიტუტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი მარტინ ლოპეს-ვეგა და სერვანტესის ინსტიტუტის ბულგარეთის ოფისის დირექტორი ხავიერ ვალდივესო ეწვივნენ. კვირეულის […]

მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმი და ახალგაზრდა მეცნიერთა სკოლა

1-7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბომედიცინის ცენტრში გაიმართება მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმი და ახალგაზრდა მეცნიერთა სკოლა „თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა: მოლეკულური და სტრუქტურული ასპექტები“. სიმპოზიუმის და სკოლის მთავარი მიმართულებებია: უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია, ბიოქიმია, ბიოფიზიკა, მულტიმოდალური იმიჯინგი, ნეიროინფორმატიკა და ქცევა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პლენარული სხდომები, სასტენდო მოხსენებები, მრგვალი მაგიდა და ახალგაზრდა მეცნიერთა […]

იტალიის ელჩის, ანტონიო ენრიკო ბარტოლის საჯარო ლექცია

18 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ იტალიის ელჩი საქართველოში ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „Georgia and Italy – an ancient friendship looking at the future“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 18 აპრილი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.   ვრცლად […]

სამეცნიერო კაფე: „რთული ფიზიკა მარტივად და შეძლებისდაგვარად გასაგებად“

18 აპრილს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში დოქტორი ჯუანშერ ჯეჯელავა წაიკითხავს საჯარო ლექციას „რთული ფიზიკა მარტივად და შეძლებისდაგვარად გასაგებად“. მომხსენებელი განიხილავს ფარდობითობის სპეციალურ თეორიას, კვანტურ მექანიკას და ა. შ. შეეცდება ყოფითი ინტუიციისა და წარმოსახვითი ცდების გამოყენებით აუდიტორიამ გაიგოს, რა იდეები უდევს საფუძვლად თანამედროვე ფიზიკას. მომხსენებლის შესახებ 2000 წელს ჯუანშერ ჯეჯელავამ ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, […]

ფილმის „ნადირობა“ ჩვენება და დისკუსია

18 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გამართავს მხატვრული ფილმის „ნადირობა“ ჩვენებასა და დისკუსიას. ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა. „სახელმწიფო სტიპენდიები […]

გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის „სიზმრის ნანგრევებში“ პრეზენტაცია

18 აპრილს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა“ გეპატიჟებათ გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის „სიზმრის ნანგრევებში“ პრეზენტაციაზე. წიგნს ავტორი და ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ვახანია წარადგენენ. პოეტური კრებულის შესახებ: „და აი, აქ არის თავისებურება ამ წიგნისა. პოეტი არის თავისებური. არავის არა სძრახავს, არავის არ ამტყუნებს, […]

გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის „სიზმრის ნანგრევებში“ პრეზენტაცია

18 აპრილს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა“ გეპატიჟებათ გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის „სიზმრის ნანგრევებში“ პრეზენტაციაზე. წიგნს ავტორი და ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ვახანია წარადგენენ. პოეტური კრებულის შესახებ: „და აი, აქ არის თავისებურება ამ წიგნისა. პოეტი არის თავისებური. არავის არა სძრახავს, არავის არ ამტყუნებს, […]

პედრო ალმოდოვარის ფილმის „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ ჩვენება და დისკუსია

18 აპრილს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress” წარმოგიდგენთ ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმოდოვარის ფილმს „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ (1999 წ.). ღონისძიების მოწვეული სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეო ხატიაშვილი. მარტოხელა დედა მიემგზავრება შვილის მამის მოსაძებნად, რომელმაც არაფერი იცოდა მის შესახებ. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი ხანგრძლივობა: 1 საათი […]

საინფორმაციო შეხვედრა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ

22 აპრილს, 13:00 საათზე, A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას. შეხვედრის ფარგლებში მართლწესრიგის ოფიცრები გააცნობენ სტუდენტებს საკუთარ საქმიანობას, ფუნქციებს და მოვალეობებს. სტუდენტები შეიტყობენ […]