LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეცამეტე ქება

12 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეცამეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]

ტრენინგი ,,ლიდერობა და კომუნიკაცია“

თუ გსურთ გაიგოთ, რა გამოარჩევს ლიდერს, იბადებიან თუ არა ლიდერებად, კომუნიკაციის რა მეთოდები ამყარებს მათ წარმატებას, მოდით ტრენინგზე „ლიდერობა და კომუნიკაცია“. ტრენინგს 13 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ჩაატარებს ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი ორგანიზაციულ ლიდერშიფში, ჟურნალისტი და პროდიუსერი ნინო გომართელი. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ტრენინგის ორგანიზატორია ბიზნესის სკოლის ფინანსური განათლების […]

DevOps კულტურა და ტექნოლოგიები

13 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა DevOps კულტურა და ტექნოლოგიები.  ტექნოლოგიების ეპოქაში ეფექტური კონკურენციისთვის, გამოთვლითი და მონაცემთა შესანახი რესურსების დინამიურად გამოსაყოფად და პროგრამული პროდუქტის სწრაფად შესაქმნელად აუცილებელია ავტომატიზაციის მექანიზმების ეფექტური და გონივრული გამოყენება. ამ მექანიზმების ჩართვა პროგრამული პროდუქტის შექმნისა და დანერგვის პროცესში გულისხმობს ამ პროცესის თავიდან გააზრებას, რაც ნიშნავს […]

ქართული ენა რიტუალებსა და ყოფაში

13 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის ჯგუფი გამართავს დისკუსიას ქართული ენის ფუნქციური განვითარების თანამედროვე გამოწვევებზე. დისკუსიის მონაწილეები განიხილავენ ქართული ენის დაცვის რიტუალურ და რეალურ პროექტებს, ისაუბრებენ იმაზე, როგორ იფართოვებს, ან თმობს ქართული ისტორიულად დაკანონებულ ფუნქციურ სფეროებს, რამდენად ხერხდება დღეს უმდიდრესი ქართული ენობრივი მემკვიდრეობის ჩართვა საერთაშორისო კულტურულ, სალიტერატურო თუ სამეცნიერო მიმოქცევაში, ან […]

პროექტის „ადგილობრივი მმართველობა – გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“ ანგარიში

15 აპრილს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი წარადგენს პროექტს: „ადგილობრივი მმართველობა – გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“. ადგილობრივი მმართველობის არსებული კონსტიტუციური სტატუსი, ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, ბუნდოვანია და ბევრ კითხვას აჩენს. თვითმმართველობის არსებული ინსტიტუტები გადაწყვეტილებებს კვლავაც მოქალაქეთა არასაკმარისი ჩართულობის პირობებში იღებენ. საკითხის გამოკვლევისა და რეფორმის პროცესში ფართო […]

საჯარო ლექცია თემაზე „ტურიზმის ანთროპოლოგია აფრიკაში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მასპინძლობს იანოს კოდოლანის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (უნგრეთი) ტურიზმის მიმართულების პროფესორს, ტამაშ რეგის, რომელიც 16 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ტურიზმის ანთროპოლოგია აფრიკაში“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 16 აპრილი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება […]

საჯარო ლექცია „ზოოპარკი და ცხოველთა კეთილდღეობა“

16 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მორიგი ლექცია თემაზე „ზოოპარკი და ცხოველთა კეთილდღეობა“. ლექციას თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშიძე წაიკითხავს. ლექციის ძირითადი თემებია: „თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად“ – თბილისის ზოოპარკის კონსერვაციული პროექტები; ცხოველთა დაცვა და შემოწირულობა […]

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: შეხვედრა პროფესორ გიგა ზედანიასთან

16 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტ რატი ამაღლობელის სტუმარი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია, რომელიც ისაუბრებს თემაზე: „ლარნაკი და ბულბული: კიტსის რომანტიკული პოეზია ორი ლექსის მაგალითზე“.   დრო: 16 აპრილი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

საჯარო ლექცია „ნაფიც მსაჯულთა სისტემა ამერიკაში და ქართული მოდელი“

17 აპრილს, 15:00 საათზე, ილიუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით გაიმართება საქართველოში ამერიკის საელჩოს ადგილობრივი სამართლებრივი მრჩევლის მაიკლ გრანტის საჯარო ლექცია თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სისტემა ამერიკაში და ქართული მოდელი“. საჯარო ლექცია შეეხება ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკა ამერიკაში, ასევე ქართულ მოდელს. მომხსენებლის შესახებ: […]