
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და სერვანტესის ინსტიტუტთან თანამშრობლობით თბილისში ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული იმართება. ამ მიზნით თბილისს თანამედროვე ესპანელი მწერლები ელენა მედელი (Elena Medel), პატრიცია ესტებან ერლესი (Patricia Esteban Erlés), არკაითს კანო (Harkaitz Cano), ნიკოლას მელინი (Nicolás Melini), სერვანტესის ინსტიტუტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი მარტინ ლოპეს-ვეგა და სერვანტესის ინსტიტუტის ბულგარეთის ოფისის დირექტორი ხავიერ ვალდივესო ეწვივნენ.
კვირეულის ფარგლებში ესპანელი მწერლები მკითხველთან საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს ქართველ კოლეგებთან პაატა შამუგიასთან, თეონა დოლენჯაშვილსა და ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად გამართავენ. ღონისძიებებს მოდერაციას თანამედროვე მწერლები და კრიტიკოსები – შოთა იათაშვილი, ლევან ბერძენიშვილი და ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი უწევენ.
17 აპრილს რიგით მეორე შეხვედრას ილიაუნის წიგნის სახლი “ლიგამუსი” მასპინძლობს.
მოთხრობა თანამედროვე ესპანურ და ქართულ ლიტერატურაში.
ორგანიზატორები:
პარტნიორი:
დრო: 17 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]