თეო ხატიაშვილის წიგნის „ფარაჯანოვი“ პრეზენტაცია

13 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თეო ხატიაშვილის წიგნის „ფარაჯანოვი“ პრეზენტაციაზე. გამოცემა „ილიაუნის გზამკვლევის“ სერიაში გამოვიდა და ეს არის სერგო ფარაჯანოვის, მითიური საბურველით მოცული პიროვნებისა და შემოქმედის, მთლიანობაში აღქმის, თავად ფარაჯანოვის, როგორც ხელოვნების ნაწარმოების, გამოკვეთის წარმატებული მცდელობა. წიგნი ასევე მოიცავს ფარაჯანოვის ოთხი ფილმის სტილისტურ ანალიზს და მიმოიხილავს პოლიტიკურ ფონს, როგორც […]

ალფონსო კუარონის ფილმის „დედაშენიც ასევე“ ჩვენება და დისკუსია

ხუთშაბათს, 13 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ მექსიკელი რეჟისორის, ალფონსო კუარონის ე. წ., Road Movie-ის, „დედაშენიც ასევე“ (Y Tu Mama Tambien). ორი ახალგაზრდა მეგობარი უფროს ქალთან ერთად გადაწყვეტს თავგადასავლების საძიებლად მოგზაურობას. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. რეჟისორი: ალფონსო კუარონი წელი: 2001 ხანგრძლივობა: 1 საათი, 46 წუთი გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური […]

9 წლის კომპოზიტორისა და პიანისტის, ცოტნე ზედგინიძის კონცერტი

14 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება 9 წლის ვუნდერკინდის, კომპოზიტორისა და პიანისტის, ცოტნე ზედგინიძის სოლო კონცერტი. პროგრამაშია ბახის, შოსტაკოვიჩის, ლიგეტის, იანაჩეკის, ბერგისა და თვითონ ცოტნე ზედგინიძის კომპოზიციები. ცოტნეს პედაგოგია მისი ბებია, ილიაუნის პროფესორი ნინო მამრაძე. კონცერტი ეძღვნება ცოტნეს დედას, ირინა სულხანიშვილს. დრო: 14 ივნისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის […]

LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – მეორმოცე ქება

14 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეორმოცე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]

საჯარო ლექცია თემაზე: „ოსიპ მანდელშტამი ქართულ კულტურაზე. ახალი ჰერმენევტიკა“

17 ივნისს, 18:30 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის საღამოზე. ინსტიტუტის წევრი, პროფ. გრიგოლ ჯოხაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ოსიპ მანდელშტამი ქართულ კულტურაზე. ახალი ჰერმენევტიკა“. ლექციის მიზანი დიდი რუსი პოეტის, ოსიპ მანდელშტამის (1891-1938) ნარკვევის – ,,ზოგი რამ ქართულ ხელოვნებაზე“ – ხელახალი წაკითხვისა და გაანალიზების ცდაა. მანდელშტამი სამჯერ (1920, […]

აუტიზმი და ბავშვთა უფლებები – რა უნდა ვიცოდეთ?

18 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გიწვევთ დისკუსიაზე „აუტიზმი და ბავშვთა უფლებები – რა უნდა ვიცოდეთ?“ მომხსენებლები: ანა არგანაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აღმასრულებელი დირექტორი; თეონა ხუნაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; ია იაშვილი – ბავშვის განვითარების ინსტიტუტის […]

CENN – საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამა „მწვანე ეკონომიკის სკოლა“

19 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში შეხვედრას გამართავს გარემოსდაცვითი არასამთავრებო ორგანიზაცია CENN. შეხვედრაზე განიხილება საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამა „მწვანე ეკონომიკის სკოლა“, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ ბიზნესის სკოლის საბაკალავრო (III  და IVკურსი) და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს. CENN შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს: ექსპერტებისა და მენტორების დახმარებით შეიმუშავონ ბიზნესგეგმა მათთვის ყველაზე საინტერესო იდეებისათვის; დაესწრონ 4-დღიან ტრენინგს მწვანე ეკონომიკის […]

ინტენსიური ბუთქემფი ,,იფიქრე, როგორც მეწარმემ“

ინტენსიური ბუთქემფი ,,იფიქრე, როგორც მეწარმემ“ მოკლე აღწერა პროგრამის მიზანია განავითაროს სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს სტუდენტური საწარმოების შექმნას შემოქმედებით ინდუსტრიებში. პროგრამა განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტენსიური ბიზნესბუთ კემპ შეხვედრის სახით. სტუდენტებს საშუალება ექნებათ პროგრამის ფარგლებში გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები. დრო: 16 ივლისი, 09:30-20:00 სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები, […]

მოკლე სადოქტორო კურსი „სტატისტიკა და მონაცემების ანალიზი“ – 9-10 ივლისი

მოკლე სადოქტორო კურსი „სტატისტიკა და მონაცემების ანალიზი“ – 9-10 ივლისი აღწერა: კურსის მიზანია მონაცემთა მეცნიერების სხვადასხვა ასპექტთან გაცნობა, დაწყებული მონაცემთა ვიზუალიზაციიდან და კარგად დამკვიდრებული სტატისტიკური მეთოდებიდან (ერთგანზომილებიანი ანალიზი, მრავალგანზომილებიანი მეთოდები) დამთავრებული მონაცემთა მოპოვებით და მათი მანქანებზე შესწავლით. სტუდენტები თითოეულ თემაზე გაეცნობიან ძირითად ცნებებს, ნაჩვენები იქნება სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით ანალიზის ჩატარების მაგალითები, ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია დამატებითი სასწავლო მასალების […]

საჯარო ლექცია „წარსულის მედიაცია: ისტორიული დიალოგი, სამართლიანობა და შერიგება“

20 ივნისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ქოლგეითის უნივერსიტეტის პროფ. ალექსანდრ კარნის საჯარო ლექცია თემაზე:„წარსულის მედიაცია: ისტორიული დიალოგი, სამართლიანობა და შერიგება“. მომხსენებლის შესახებ ალექსანდრ კარნი, ქოლგეითის უნივერსიტეტის (აშშ) ასოცირებული პროფესორი, ავტორია წიგნისა „წარსულის მედიაცია: ევროპის ჰოლოკოსტის კომისიები და ისტორიაზე უფლება“ (ვისკონსინის უნივერსიტეტი, 2009) და თანარედაქტორი (ელაზარ ბარკანთან ერთად) წიგნისა „შეცდომების სერიოზულად მიღება: […]