საჯარო ლექცია „შედარებითი სამართალი და პოლიტიკის შემუშავება“
11 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფლორენციის უნივერსიტეტის შედარებითი სამართლის პროფესორი ალესანდრო სიმონი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „შედარებითი სამართალი და პოლიტიკის შემუშავება“. მომხსენებელი შეეხება უცხო ქვეყნების შედარებითი სამართლებრივი პრაქტიკის გამოყენებას პოლიტიკის შემუშავების პროცესში. შედარებითი სამართლის აკადემიური განზომილების მიღმა არსებობს „პრაქტიკული შედარებითი სამართალი“, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნების პოლიტიკურ დებატებში ამ კომპონენტის „საუკეთესო პრაქტიკად“ […]