სამეცნიერო კაფე: „მინდა პერპეტუმობილე გამოვიგონო“

20 ივნისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიკა კაპანაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „მინდა პერპეტუმობილე გამოვიგონო“. თემის მოკლე აღწერა მოხსენება შეეხება საბუნებისმეტყველო განათლებას საქართველოში, ახალ გამოწვევებს. მომხსნებელი ისაუბრებს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების განათლების შესახებ. განხილული იქნება შემდეგი საკითხები: როგორ უნდა ვასწავლოთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, რათა ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია, ჩავრთოთ ისინი სასწავლო პროცესში და […]

ილიაუნის 2018 წლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. წელს პრემია უცხოური რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისათვის გაიცემოდა. ჟიურის უნდა აერჩია 2014-2018 წლებში გამოცემული საუკეთესო თარგმანი. წლევანდელი კონკურსი გამორჩეული იყო შესაფასებელი თარგმანების რაოდენობითა და ხარისხით. განსახილველად სულ ასამდე უცხოენოვანი რომანის ქართული თარგმანი შემოვიდა. გამარჯვებული გახდა ლანა კალანდია, ესპანურიდან მარიო ვარგას ლიოსას ორი რომანის […]

ნიკოლას ვინდინ რეფნის ფილმის „დრაივი“ ჩვენება და დისკუსია

20 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ დანიელი რეჟისორის, ნიკოლას ვინდინ რეფნის ფილმს „დრაივი“. მისტიკური ჰოლივუდის კასკადიორი სახიფათო როლების შესრულებითა და ღამღამობით ტაქსის მძღოლად მუშაობით ირჩენს თავს. ერთხელაც მეზობლის დახმარებას გადაწყვეტს, რითაც თავს საფრთხეში ჩაიგდებს. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. რეჟისორი: ნიკოლას ვინდინ რეფნი წელი 2011 ხანგრძლივობა: 1 საათი, 40 […]

პროფესორ გიგა ზედანიას საჯარო ლექცია „თვითდახმარების მითი და თვითშემეცნების სიმართლე“

21 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. გიგა ზედანიას საჯარო ლექციაზე: „თვითდახმარების მითი და თვითშემეცნების სიმართლე“. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 21 ივნისს, 12:00 საათამდე, უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/Rrn9UNaD99rw2xmU6 *პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში […]

„შავი სარკის“ ერთი სერიის ჩვენება და დისკუსია

21 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკასთან თანამშრომლობით ილიაუნის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში გახმაურებული სერიალის „შავი სარკე“ ერთ-ერთი ეპიზოდის – „მთელი შენი ამბავი“ ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს. ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული […]

პანელური დისკუსია „მეხსიერება, მშვიდობა და კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში“

21 ივნისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო პანელური დისკუსია „მეხსიერება, მშვიდობა და კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში“. დისკუსიას მართავს ბერნის უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პროექტის „წარსულის გახსენება ამჟამინდელ კონფლიქტებში: სამოქალაქო საზოგადოება და სადავო ისტორია (1991-2017)“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს შვეიცარიის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდი. პანელის მომხსენებლები: კარმენ შაიდე (Carmen Scheide), ბერნის უნივერსიტეტი, შვეიცარია; უილეამ ბლეკერი (Uilleam Blacker), University College […]

საჯარო ლექცია: „პრივატულობა, პოლიტიკური აგენტობა და თვით-ის კონსტრუქციები დისიდენტთა ტექსტებში“

25 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. მირია ლეკეს (ბოხუმი, გერმანია) საჯარო ლექცია: „პრივატულობა, პოლიტიკური აგენტობა და თვით-ის კონსტრუქციები დისიდენტთა ტექსტებში (სოლჟენიცინი, ვატი, ბირმანი)“. მომხსენებელი განიხილავს იმ ლიტერატურულ ხერხებს, რომელთაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა სოციალისტური ქვეყნის დისიდენტები მიმართავდნენ თავიანთი თვით-ის კონსტრუირებისათვის, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ზედამხედველობის პრაქტიკების გათვალისწინებით. მომხსენებლის შესახებ ბოხუმის […]

ზაფხულის სკოლა „მშვიდობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში“

2019 წლის პირველიდან 26 ივლისის ჩათვლით, 10:00-15:30 საათამდე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ორგანიზებით გაიმართება ზაფხულის სკოლა „მშვიდობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში“. სკოლა შედგება ორი კურსისგან. პირველი ეხება გეოპოლიტიკას, კონფლიქტებსა და განვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ამ კურსის ფარგლებში სკოლის მონაწილენი შეისწავლიან რუსეთის იმპერიული პოლიტიკასა და საბჭოთა გავლენებს რეგიონში; რელიგიური, ეთნიკური და ეროვნული უსაფრთხოების […]

პროფესორ ანდრეა პეტროსელის საჯარო ლექცია „წვიმის მოდელირება მცირე ზომის ხეობების შემთხვევაში“

24 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში გაიმართება ტუსკიის უნივერსიტეტის (იტალია) ასოცირებული პროფესორის ანდრეა პეტროსელის საჯარო ლექცია თემაზე: „წვიმის მოდელირება მცირე ზომის ხეობების შემთხვევაში“. მომხსენებლის შესახებ ანდრეა პეტროსელი ტუსკიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მეწარმეობის ფაკულტეტის ჰიდრავლიკისა და წყალგამყოფის მართვის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. მას მიჰყავს წყლის ინჟინერიისა და ჰიდროლოგიური მოდელირების […]

კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ფორმისა და შინაარსის ძიებაში. ნაწილი II“

29 ივნისს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ფორმისა და შინაარსის ძიებაში. ნაწილი II“. კონფერენციის მიზანია, წინ წამოწიოს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული დღემდე ნაკლებად გამოკვლეული თემები ან/და კრიტიკულად გადასინჯოს და თეორიულად გამდიდრებული მსჯელობით გააანალიზოს შედარებით ნაცნობი საკითხები: როგორ წარმოისახება პირველი რესპუბლიკა […]