Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პანელური დისკუსია „მეხსიერება, მშვიდობა და კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში“

ივნისი 21, 2019 / 18:30

21 ივნისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო პანელური დისკუსია „მეხსიერება, მშვიდობა და კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

დისკუსიას მართავს ბერნის უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პროექტის „წარსულის გახსენება ამჟამინდელ კონფლიქტებში: სამოქალაქო საზოგადოება და სადავო ისტორია (1991-2017)“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს შვეიცარიის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდი.

პანელის მომხსენებლები:

კარმენ შაიდე (Carmen Scheide), ბერნის უნივერსიტეტი, შვეიცარია;

უილეამ ბლეკერი (Uilleam Blacker), University College UCL, გაერთიანებული სამეფო;

ნატალია მირიმანოვა (Natalia Mirimanova), დამოუკიდებელი მკვლევარი, ბელგია.

დისკუსიის მოდერატორია პროფ. ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

ღონისძიების შემდეგ გაიმართება მიღება.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 21 ივნისი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 21, 2019
Time:
18:30
Event Category:
Event Tags: