საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებსა და ტრიბუნალებში

პირველ ივლისს, 19:00 საათზე, მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას თემაზე: „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებსა და ტრიბუნალებში“. მომხსენებელი – პროფესორი ლევან მესხორაძე, საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი კონსტანტინე კუბლაშვილი. „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება […]

საჯარო ლექცია „მწვანე ეკონომიკა“

4 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს, რომელთაც დაგროვილი აქვთ 60 და მეტი კრედიტი, ვიწვევთ მწვანე ეკონომიკის სკოლის (CENN) პროექტის კოორდინატორის, რეზო გეთიაშვილის საჯარო ლექციაზე: „მწვანე ეკონომიკა“. თუ გაინტერესებთ ტურიზმი, მდგრადი განვითარება და გარემოსადმი მეგობრული, მწვანე ბიზნესმოდელები; თუ გსურთ, მოიპოვოთ დასაქმების რეალური შესაძლებლობა; თუ გსურთ, 2019 წლის ზაფხული გაატაროთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ლამაზ […]

საჯარო ლექცია „ვულკანიზმი და სიცოცხლის წარმოშობა – რა არის საერთო ამ ორ მოვლენას შორის?“

4 ივლისს, 19:00 საათზე, ვაკის პარკის მედიათეკაში პროფესორი არჩილ მაღალაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ვულკანიზმი და სიცოცხლის წარმოშობა – რა არის საერთო ამ ორ მოვლენას შორის?“ თემის მოკლე აღწერა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ოკეანეების ფსკერზე აღმოაჩინეს წყალქვეშა ვულკანიზმთან დაკავშირებული ჰიდროთერმული გამოსავლები და მათ არეალში ცოცხალი ორგანიზმების სრულიად ახალი ფორმები. ამ აღმოჩენამ კარდინალურად შეცვალა წარმოდგენა სიცოცხლის წარმოშობაზე და […]

საჯარო ლექცია „ენერგეტიკა ეკონომიკის ფუნდამენტია“

5 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ მაია მელიქიძის საჯარო ლექციაზე: „ენერგეტიკა ეკონომიკის ფუნდამენტია“. მომხსენებლის შესახებ მაია მელიქიძე ჰარვარდის ბიზნესსკოლის გლობალური სტრატეგიული მენეჯმენტის მიმართულების კურსდამთავრებულია. მისი აკადემიური განათლება ასევე მოიცავს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალიზაციასა და საერთაშორისო კორპორატიულ სამართალს. 2017 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი […]

ხელოვნური ინტელექტი – შეხვედრა კომპანია MaxinAI-ის წარმომადგენლებთან

5 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში კომპანია MaxinAI-ის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას სტუდენტებთან და გააცნობენ კომპანიის საქმიანობის სფეროსა და დასაქმების შესაძლებლობებს. კომპანია MaxinAI მუშაობს ხელოვნური ინტელექტის, cloud computing-ისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით შეხვედრის თემები: რა არის Cloud Computing, როგორ ვისწავლოთ AWS – მიხეილ ლომიძე MaxinAI-ის software პროექტებისა და A.I ექსპერიმენტების გარჩევა/მიმოხილვა; როგორ იქმნება AI პროდუქტები […]

ტრენინგკურსი EDUCATE THE EDUCATORS

მოკლე აღწერა: ტრენინგკურსი Educate the Educators განკუთვნილია სხვადასხვა დისციპლინის აკადემიური პერსონალისთვის, რათა მათ შეძლონ სამეწარმეო სწავლების სასწავლო კურიკულუმებში დანერგვა. კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, გაიზიარონ ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკა და მიიღონ პრაქტიკული რჩევები. მოდულის „მოსაზრებები სამეწარმეო განათლებაზე“ ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები, როგორ გეგმავენ სამეწარმეო განათლების პრინციპების სასწავლო გეგმაში ასახვას და რა […]

პროექტის „თეირანის ქრისტიანულ სასაფლაოთა კომპლექსის ქართული სექტორი“ საბოლოო შედეგებისა და წიგნის პრეზენტაცია

9 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201 აუდიტორიაში გაიმართება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თეირანის ქრისტიანულ სასაფლაოთა კომპლექსის ქართული სექტორი (ისტორიულ-კულტურული კვლევა, არსებული საფრთხეებისა და მათი გადაწყვეტის გზების დასახვა)“ საბოლოო შედეგებისა და პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია, ასევე დულაბის სასაფლაოს ქართული სექტორისა და მინადორა ხოშტარიას აკლდამის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოგამოფენა. პროექტის უპირველესი […]

საჯარო ლექცია „საქართველოს ტურისტული ინდუსტრია და ტურისტული რესურები“

12 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი ქემერტელიძის საჯარო ლექციაზე: „საქართველოს ტურისტული ინდუსტრია და ტურისტული რესურები“. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 12 ივლისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/JY4vSuyijhtu6bbS7 *პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო […]

ილიაუნის ხალხური მუსიკის სტუდენტური გუნდის საანგარიშო კონცერტი

12 ივლისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება 2019 წლის ახალგაზრდული საგუნდო მუსიკის კონკურსის ოქროსა და ვერცხლის მედლების ლაურეატის, ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის მე-15 სემესტრული საანგარიშო კონცერტი. შესრულდება ხალხური სიმღერები, საგალობელი, უცხოური ეთნომუსიკის ნიმუში, საკრავიერი მუსიკა. გუნდის ხელმძღვანელი – ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ეთნომუსიკოლოგი თამაზ გაბისონია დრო: 12 ივლისი, 18:30 საათი ადგილმდებარეობა: B201 […]

სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

13 ივლისს, შაბათს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია. სტუდენტთა კონფერენცია, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, გარკვეულწილად ყოველწლიური ანგარიშია სასწავლო წლის დასასრულს. ამავე პროექტის ფარგლებში კონფერენციის მეორე დღეს, 14 ივლისს, მონაწილეები გაემგზავრებიან სამხრეთ საქართველოში მარშრუტით: თბილისი-ბორჯომი-ახალციხე. დრო: 13 ივლისი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), […]