ბოლონიის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა საჯარო ლექცია იტალიური კულტურის ცენტრში
15 ივლისს, 15:00 საათზე, იტალიური კულტურის ცენტრი გიწვევთ ლექციაზე, რომელსაც გამართავენ ბოლონიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ელეონორა ფაბბე და კლაუდია პალაცცო. ლექციის თემები: „იტალიისა და საქართველოს ურთიერთობები; ხიდი ორ ქვეყანას შორის“ „იტალიელი ქართველოლოგები: ხელოვნების ისტორია და მდგომარეობა“ დრო: 15 ივლისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3) დასწრება თავისუფალია.