შავი ზღვა, როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე

2018 წლის ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია შავი ზღვა, როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე. მისი დახურვის დღეს გადაწყდა, რომ ამავე დასახელების კონფერენცია 2 წელიწადში ერთხელ შავი ზღვის აუზის ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტში გაიმართებოდა. მეორე კონფერენცია 2020 წლის 30 მარტიდან 2 აპრილამდე ბულგარეთში, სოფიას უნივერსიტეტში, გაიმართება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ კონფერენციის თანაორგანიზატორი იქნება.

New York Times-ის ვიცე-პრეზიდენტის დევიდ მაკკროუს საჯარო ლექცია – “Fake News და მედია თავისუფლება”

31 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება The New York Times-ის ვიცე-პრეზიდენტისა და მისი მთავარი იურიდიული მრჩეველის მოადგილის, ჰარვარდის უნივერსიტეტის ლექტორის, დევიდ მაკკროუს საჯარო ლექცია თემაზე: „FAKE NEWS (ყალბი ამბები) და მედიის თავისუფლება“. ლექცია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის  „კონსტიტუციური სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა […]

ვორკშოპი „საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტის ტრანსფორმაცია“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ვორკშოპზე „საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტის ტრანსფორმაცია“, რომელიც გაიმართება 1-ლ და 2 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში. პროექტის მიზანია საუნივერსიტეტო სივრცეში საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობისა და ადგილობრივი კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ დისკუსიის გააქტიურება და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა. ვორკშოპს გაუძღვებიან ინიციატივის ავტორი, მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი ნათია ჭანკვეტაძე და ილიას სახელმწიფო […]

ბრემენის უნივერსიტეტის ბაკალავრის, სოფი კორნელია ვაგნერის საჯარო მოხსენება

1-ლ აგვისტოს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) ბაკალავრი სოფი კორნელია ვაგნერი (C. Sophie Wagner) წაიკითხავს საჯარო ლექციას. მომხსნებელი ისაუბრებს ცენტრალურ კავკასიონზე (ყაზბეგის რ–ნი), როგორც მაღალმთის ბოტანიკური და ეკოლოგიური კვლევების ტრადიციულ სამოდელო ობიექტზე, ადრეგაზაფხულზე მოყვავილე მცენარეების გავრცელებისა და ეკოლოგიის თავისებურებებზე. კვლევის შედეგები საინტერესოა როგორც მაღალმთის მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით, ისე […]

gaimarte

19 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა გამგზავრების წინა საორიენტაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2019/20 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის შერჩეული სტუდენტებისათვის. შეხვედრის მიზანი იყო გამარჯვებულთათვის საუნივერსიტეტო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარება. ღონისძიებაზე ტრადიციულად მოწვეული იყვნენ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებმაც გამარჯვებულ სტუდენტებს გაუზიარეს გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნისა […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 აგვისტოს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში, სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით, მხარეები საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებაზე მიმართულ ერთობლივ პროექტებს დაგეგმავენ და განახორციელებენ. დრო: 9 აგვისტო, 12:00 საათი  

პრეზენტაცია აგაპეს უნივერსიტეტის (აშშ ) შესახებ

12 აგვისტოს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ჩატარდება პრეზენტაცია აგაპეს უნივერსიტეტის (აშშ ) შესახებ.  უნივერსიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა მიმართულების აკადემიურ პროგრამებს, მათ შორის დისტანციური სწავლების სამაგისტრო ერთწლიან კურსს, რომელიც თავის მხრივ, მორგებულია პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან დაინტერესებული სტუდენტების ინტერესებზე. დრო: 12 აგვისტო, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: E 207 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 […]

მარიო ვარგას ლიოსას ეპოქალური რომანის წარდგენა

12 აგვისტოს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გიწვევთ მარიო ვარგას ლიოსას ეპოქალური რომანის – „საუბარი კათედრალში“ წარდგენაზე. მარიო ვარგას ლიოსას რომანი „საუბარი კათედრალში“ 1969 წელს გამოქვეყნდა. წიგნში აღწერილია პერუელი დიქტატორის – მანუელ ოდრიას (1948-1956) ძალადობრივი ეპოქა. მწერალი დიდი მხატვრული ოსტატობით მოგვითხრობს კორუმპირებული და უსამართლო სისტემის მანკიერებებზე. რომანის გმირები, სანტიაგო და ამბროსიო, წლების შემდეგ […]

ტრენინგები ტუტორების სკოლის მონაწილეთათვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდულ ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს გაეროს ასოციაციის დაფინანსებით „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 12-13 ოქტომბერს წყნეთში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში, გაიმართება ტრენინგები ტუტორების სკოლის მონაწილეთათვის. პროექტში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/2lwZ8r6 ტუტორების სკოლის შესახებ ტუტორების სკოლას ახორციელებს ფონდი ALPE, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად, ამერიკის […]

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამაზე. პროგრამის მიზანი  პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს. ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?  პროგრამა განკუთვნილია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის. პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა  კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა საერთაშორისო […]