Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საჯარო ლექცია „საქართველოს ტურისტული ინდუსტრია და ტურისტული რესურები“

ივლისი 12, 2019 / 14:00

12 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი ქემერტელიძის საჯარო ლექციაზე: „საქართველოს ტურისტული ინდუსტრია და ტურისტული რესურები“.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 12 ივლისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/JY4vSuyijhtu6bbS7

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 13:50 საათი

დრო: 12 ივლისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივლისი 12, 2019
Time:
14:00
Event Category:
Event Tags: