ვორკშოპი „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები, კომუნიკაცია და კულტურა – რაზე ვსაუბრობთ?“

17 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში  გაიმართება ინტერაქტიული ვორკშოპი „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები, კომუნიკაცია და კულტურა – რაზე ვსაუბრობთ?“. ვორკშოპზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: რა ახასიათებს ბიზნესს ავსტრიასა და საქართველოში დღეს; რა გავლენას ახდენს საერთაშორისო მოვლენები და კულტურული განსხვავებები ბიზნესზე; რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერკულტურული კომუნიკაციის დროს კორპორაციულ კონტექსტში; როგორია მუშაობის ავსტრიული სტილი […]

შეხვედრა რეგიონული გასტრონომიული ტურიზმის მეწარმეებთან

21 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ორგანიზებითა და სალექციო კურსის „სარესტორნო ბიზნესის მენეჯმენტი“ ლექტორის, დალილა ცატავას ინიციატივით გაიმართება შეხვედრა საქართველოს რეგიონების გასტრონომიული ტურიზმის მიმართულების მეწარმეთა მონაწილეობით. შეხვედრის მთავარი მიზანია სტუდენტებს დაანახონ პრაქტიკული კავშირი სასწავლო პროცესსა და რეგიონულ განვითარებას შორის, გააცნონ  რეგიონი, როგორც განვითარების, უნიკალური იდენტობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცე, […]

არჩილ არველაძის საჯარო ლექცია ქართული ფეხბურთის შესახებ

22 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით სალექციო კურსის „სპორტის მარკეტინგი და მართვა“ ფარგლებში არჩილ არველაძე, ქართული ფეხბურთის ლეგენდა, სტუდენტებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს  შეხვდება. ფეხბურთელი ისაუბრებს ქართული ფეხბურთის გამოწვევებზე, სპორტის მენეჯმენტსა და პროფესიულ გამოცდილებაზე. დასასრულს სტუმრებისთვის მოეწყობა გათამაშება, რომლის გამარჯვებულებსაც საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ მაისურები გადაეცემათ. სამუშაო […]

პროფესორ გიორგი ხიმშიაშვილის სემინარი „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“

23 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი ხიმშიაშვილი წაიკითხავს სემინარს „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“. მომხსენებელი განიხილავს ვირტუალური მასის კონცეფციას და მის მათემატიკურ ასპექტებს მყარი სხეულისა და სითხის ურთიერთქმედების კონტექსტში. მომხსენებელი ისაუბრებს იმ თანამედროვე თეორიულ მოდელებსა და ალგორითმებზე, რომლებიც აღნიშნული ფენომენის აღსაწერად გამოიყენება. შეხვედრის მიზანია აუდიტორიისთვის ამ მიმართულებით არსებული უახლესი მიდგომების გაზიარება. […]

კვლევითი სემინარების ციკლი „თანამედროვე მათემატიკის რჩეული ამოცანები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური მათემატიკის ინსტიტუტის ბაზაზე წარმატებით მიმდინარეობს კვლევითი სემინარების ციკლი „თანამედროვე მათემატიკის რჩეული ამოცანები“. პროექტის მიზანია მათემატიკის აქტუალური საკითხების განხილვა, სამეცნიერო დისკუსიების წახალისება, დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და დოქტორანტების გამოცდილების გაზიარება და მათი კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა. გაზაფხულის სემესტრში  გაიმართა არაერთი მოხსენება და სემინარი: 28 აპრილი – პროფესორ […]

სამეცნიერო კონფერენცია „განათლების პოლიტიკა და პრაქტიკა: როგორ იცვლება განათლების სისტემები დღეს“

3 ივლისს, 10:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა, G106 საკონფერენციო დარბაზში გიწვევთ სამეცნიერო კონფერენციაზე „განათლების პოლიტიკა და პრაქტიკა: როგორ იცვლება განათლების სისტემები დღეს“. კონფერენციის ძირითადი თემები განათლების პოლიტიკა და რეფორმები სწავლა-სწავლების ინოვაციური მიდგომები ციფრული ტექნოლოგიების გავლენა განათლებაზე ინკლუზიური განათლება უნივერსიტეტის, სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ ფორმა.  დრო: 3 ივლისი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

ასოცირებული პროფესორის, ნუცა კობახიძის მოხსენება „განათლების კვლევების თანამედროვე მიმართულებები: შედარებითი და საერთაშორისო განათლების პერსპექტივა“

3 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში განათლების სკოლის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე „განათლების პოლიტიკა და პრაქტიკა – როგორ იცვლება განათლების სისტემები დღეს“ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნუცა კობახიძე წაიკითხავს მთავარ მოხსენებას „განათლების კვლევების თანამედროვე მიმართულებები: შედარებითი და საერთაშორისო განათლების პერსპექტივა“. პროფ. ნუცა კობახიძე ჰონგ-კონგის შედარებითი განათლების საზოგადოების პრეზიდენტია. „Routledge“-ის წიგნების […]

დოქტორანტ თათული დუშუაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

7 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი თათული დუშუაშვილი დაიცავს სამეცნიერო ნაშრომს „მშენებლობის სექტორის ფინანსური მდგრადობის შეფასება საქართველოს მაგალითზე“. სამუშაო ენა: ქართული დრო: 7 ივლისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 დასწრება თავისუფალია.

დოქტორანტ ანა ქათამაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

13 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ანა ქათამაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ფორმალური და არაფორმალური განათლების ენა ადამიანის სექსუალობის შესახებ: დისკურსის კრიტიკული ანალიზი“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − ნათია ანდღულაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თანახელმძღვანელი − ქეთი ცოტნიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სამუშაო ენა: ქართული […]

ტექნოლოგიის სკოლის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტთა საანგარიშო გამოფენა „ურბანული ტრანსფორმაციის ფრაგმენტები“

23 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 აუდიტორიაში გაიმართება ტექნოლოგიის სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის „საჯარო ურბანული სივრცის კვლევა და ინტერპრეტაცია“ სტუდენტთა საანგარიშო გამოფენა „ურბანული ტრანსფორმაციის ფრაგმენტები: მელიქიშვილის პროსპექტისა და კოსტავას ქუჩის გადაკვეთაზე“. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა  გრაფიკული ნამუშევრები და საარქივო მასალები. ექსპოზიცია დეტალურად ასახავს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზისა და მიმდებარე არეალის ტრანსფორმაციის პროცესს. დრო: 23 ივლისი, 19:00 […]