AWS 2024 re:Invent re:Cap

28 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება AWS ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ერთდღიანი ღონისძიება AWS re:Invent re:Cap. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა უახლეს ტენდენციებს შემდეგ სფეროებში: AI/ML და გენერაციული AI, უსაფრთხოება, ანალიტიკა, ინდუსტრიაზე მორგებული AWS ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 28 თებერვალი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 ღონისძიების პროგრამა: 16:00 – 17:00 […]

Tbilisi AI Meetups at Ilia State University

15 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში Tbilisi AI Meetups-ის ფარგლებში გაიმართება ღონისძიება „ტრანსფორმერის არქიტექტურის იმპლემენტაცია Pytorch-ში“. მომხსენებელი: მალხაზ სულაძე პროგრამა: ტრანსფორმერის არქიტექტურის მთავარი ინოვაციები RNN-ებთან და LSTM-ებთან შედარებით self-attention-ის, positional encoding-ისა და residual connection-ის როლი Anthropic-ის 0-layer and 1-layer თეორიის მიხედვით multi-head attention-ის ინტერპრეტაცია ტრანსფორმერის სრული არქიტექტურის იმპლემენტაცია Pytorch-ში სარეგისტრაციო ფორმა: https://lu.ma/wsk6ddc1 სამუშაო ენა: ინგლისური […]

ვორკშოპი „მშვიდობის მშენებლობა და სამშვიდობო აქტივიზმი“

19 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (PeaceEdu) ვორკშოპი „მშვიდობის მშენებლობა და სამშვიდობო აქტივიზმი“. ვორკშოპის მონაწილეებს ვთავაზობთ: ინფორმაციის გაცნობას შემდეგ საკითხებზე: მშვიდობის მშენებლობა, სამშვიდობო განათლება, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და სამოქალაქო ჩართულობა; საკუთარი როლის აღმოჩენასა და გაცნობიერებას მშვიდობის მშენებლობის პროცესში; მომზადებას საზოგადოებაში სამშვიდობო ინიციატივების წამოსაწყებად; […]

ინტერაქციული ვორკშოპი „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები: ბიზნესი, კომუნიკაცია და კულტურა − რაზე ვსაუბრობთ?“

11 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ალექსანდრე ბურკა ჩაატარებს ინტერაქციულ ვორკშოპს „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები: ბიზნესი, კომუნიკაცია და კულტურა − რაზე ვსაუბრობთ?“ ვორკშოპი ჩატარდება 9-13 აპრილს ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებითი უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. ვორკშოპის თემები: რა არის თანამედროვე ბიზნესის თავისებურებები ავსტრიასა და საქართველოში? როგორ აისახება საერთაშორისო გარემო ბიზნესზე? როგორ აისახება კულტურული […]

ილიაუნის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე

8 მაისს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 ოთახში დიდი მოთხოვნის გამო კიდევ ერთხელ გაიმართება აბიტურიენტებისთვის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე. შეხვედრაზე აბიტურიენტები გაეცნობიან არქიტექტურის პროგრამის მიზნებსა და ღირებულებებს, მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას შემოქმედებითი ტურის, სასწავლო პროგრამისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ, გაიგებენ მეტს სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამებისა და კურსდამთავრებულთა კლუბის შესახებ, შეხვდებიან არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელსა და აკადემიურ პერსონალს. […]

დოქტორანტ ანა მგელაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

26 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ანა მგელაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ფიზიკის მასწავლებელთა ტექნოლოგიური კომპეტენციები“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − მარიკა კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დისტანციურ ფორმატში დასასწრები ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/85074207892?pwd=JbHJvDWUbybqV8yALKyVaMNRhr56ZF.1 სამუშაო ენა: ქართული დრო: 26 ივნისი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 […]

დოქტორანტ ლია ქურციკიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

7 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ლია ქურციკიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს ,,საბავშვო ბაღის აღმზრდელების მიერ სოციალური და ემოციური კომპეტენციების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  ხათუნა დოლიძე სამუშაო ენა: ქართული დრო: 7 ივლისი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]

AWS Community Day Georgia 2025

18 ოქტომბერს , 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსში გაიმართება ტექნოლოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება AWS Community Day Georgia 2025. AWS-ის  საზოგადოების ლიდერების, სპიკერებისა და მოხალისეების ხელმძღვანელობით გაიმართება დისკუსიები და პრაქტიკული ვორკშოპები. შეხვედრის მიზანია AWS-ის სერვისების შესახებ ცოდნის გაზიარება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანება. AWS Community Day Georgia 2025 განსაკუთრებული შესაძლებლობაა […]

სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“

25 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“. სემინარის თანაორგანიზატორები არიან განათლების კვლევების ცენტრი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი. სემინარს გაუძღვებიან ნუცა კობახიძე, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. […]

ილიაუნის ტექნოლოგიური ფორუმი 2025

ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტების ქეფსთოუნ პროექტების პრეზენტაციები ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი ტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე 12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ტექნოლოგიური ფორუმი 2025. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები, ტექნოლოგიური სფეროს  დასაქმების ფორუმი და საერთაშორისოდ აკრედიტებული და აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო […]