Loading Events

« All Events

  • This event has passed.

კვლევითი სემინარების ციკლი „თანამედროვე მათემატიკის რჩეული ამოცანები“

ივნისი 26 / 08:00 - 17:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური მათემატიკის ინსტიტუტის ბაზაზე წარმატებით მიმდინარეობს კვლევითი სემინარების ციკლი „თანამედროვე მათემატიკის რჩეული ამოცანები“.

პროექტის მიზანია მათემატიკის აქტუალური საკითხების განხილვა, სამეცნიერო დისკუსიების წახალისება, დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და დოქტორანტების გამოცდილების გაზიარება და მათი კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.

გაზაფხულის სემესტრში  გაიმართა არაერთი მოხსენება და სემინარი:

28 აპრილი – პროფესორ სულხან მუხიგულაშვილის მოხსენება „პერიოდული ტიპის სასაზღვრო ამოცანა მაღალი რიგის ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებებისთვის“;

5 მაისი – პროფესორ გიორგი ხიმშიაშვილის ინტერაქციული სემინარი: „ელექტროსტატიკური იონური დამჭერების თვალსაჩინო მათემატიკური მოდელები“;

19 მაისი – პროფესორ მერაბ სვანაძის მოხსენება „პოტენციალთა მეთოდი მურ-გიბსონ-ტომპსონის თერმოფოროდრეკადობის ბმულ თეორიაში“;

9 ივნისი – ტექნოლოგიების სკოლის დოქტორანტ ანა დიაკვნიშვილის მოხსენება „ბიცენტრული მრავალკუთხედები და შტაინერის ფორიზმი“;

16 ივნისი – პროფესორ გიორგი ხიმშიაშვილის სემინარი „შტაინერის ფორიზმი, როგორც სუპერინტეგრირებადი სისტემა“;

23 ივნისი – პროფესორ გიორგი ხიმშიაშვილის მოხსენება „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“.

ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური მათემატიკის ინსტიტუტი მადლობას უხდის მომხსენებლებსა და დამსწრე აუდიტორიას აქტიური მონაწილეობისთვის. კვლევითი სემინარების ციკლი მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრების განრიგისა და თემატიკის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.