Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საჯარო ლექცია: „თამაში და ბავშვის განვითარება“

მაისი 31, 2016 / 18:00

31 მაისს 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის საჯარო ლექციების ყოველთვიური სერიის ფარგლებში, ჩატარდება საჯარო ლექცია: „თამაში და ბავშვის განვითარება“. საჯარო ლექციას გაუძღვებიან ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის თანამშრომლები, ანა თუნიაშვილი და თეონა კობახიძე.

ლექციაზე საუბარი იქნება თამაშის ფუნქციებსა და მის მნიშვნელობაზე ბავშვის განვითარების პროცესში, თამაშის სახეებზე და ზრდასრული ადამიანის როლზე ბავშვთან თამაშის დროს, ასაკისთვის შესატყვისი და კონკრეტული უნარ-ჩვევების განმავითარებელი სათამაშოების, თამაშების შერჩევის ძირითად პრინციპებზე.

ლექცია განკუთვნილია მშობლებისთვის, სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დრო: 31 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 31, 2016
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: