Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ ჰანს დეკერის საჯარო ლექცია

ნოემბერი 8, 2011 / 12:14

16 ნოემბერს, ოთხშაბათს, 16.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (ჩოლოყაშვილის ქუჩა #3/5) გაიმართება კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰანს დეკერის საჯარო ლექცია თემაზე: „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა გლობალიზებულ მსოფლიოში“/”Corporate Social Responsibility in Globalizing World”. დასწრება თავისუფალია.

ჰანს დეკერი კოლუმბიის უნივერსიტეტის საჯარო და საერთაშორისო საქმეთა სკოლის პროფესორია საერთაშორისო ფინანსებისა და ბიზნესის დარგში. მისი კვლევისა და სწავლების სფეროებია: გლობალური კორპორატიული სტრატეგიები, მმართველობის სისტემები, ბიზნეს-ორგანიზაციები, შედარებითი პოლიტიკური ეკონომიკა, დასავლეთ ევროპა და ევროკავშირი. პროფესორი დეკერი გახლდათ აშშ-ს სიმენსის კორპორაციის პრეზიდენტი, ცენტრალური ფინანსური და იურიდიული განყოფილებების წევრი. ამჟამად ის არის „ნიუ-იორკის საერთაშორისო სახლის“ მმართველი საბჭოსა და ვაშინგტონის ევროპული ინსტიტუტის წევრი.

შეხვედრა იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეგიდით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ტელ.: 577 720013

ელ. ფოსტა: archil.sumbadze@iliauni.edu.ge

არჩილ სუმბაძე – საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 8, 2011
Time:
12:14
Event Category:
Event Tags: